მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მსგავსი ამბები რწმენას კი არ აძლიერებს, პირიქით'' - ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის...

,,მსგავსი ამბები რწმენას კი არ აძლიერებს, პირიქით” – ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ფანჯრის მინაზე ღვთისმშობლის ხატის მსგავსი გამოსახულების გაჩენასთან დაკავშირებული აჟიოტაჟს ეხმაურება

Published on

ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა მალხაზ ჭანტურია რადიო „ათინათთან“ საუბარში კომენტარს აკეთებს იმ აჟიოტაჟზე, რომელიც ე.წ. კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთი ოჯახის ფანჯრის მინაზე ღვთისმშობლის  ხატის მსგავსი გამოსახულების გამოჩენას მოყვა:
 
„ეს არავითარი ეკლესიური საკითხი არ არის, უმჯობესია, ქიმიკოსმა ან ფიზიკოსმა აუხსნას ხალხს, რა ხდება- ხატები და ჯვრები ეკლესიაშია, ვისაც სწამს, აქ მოვიდეს. იქ რომ დგანან და სანთლებს ანთებენ, ცეცხლი არ წაუკიდონ შენობას. მსგავსი ამბები რწმენას კი არ აძლიერებს, პირიქით. ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ფიგურა რამეს მიამსგავსოს… ეს რომ რამე ეკლესიური იყოს, პატრიარქიც და მეუფეც ისაუბრებდნენ ამის შესახებ“, – აცხადებს იგი და მოსახლოებას მოუწოდებს, მსგავ მოვლენებს გადაჭარბებული ყურადღება არ მიაქციონ.
 
შეგახსენებ,  29 აპრილს, ე.წ კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსთან ასობით ადგილობრივი შეიკრიბა. მათი აზრით, საცხოვრებელი ბინის ფანჯრის მინაზე ღვთისმშობლის ხატი იყო გამოსახული. აღნიშნულის გამო, მოძრაობა შეფერხებული იყო, სიტუაციას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები აკონტროლებდნენ.
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...