მთავარისიახლეებისაზოგადოებააპრილში შენგენის ზონის ქვეყნებში საზღვარი უვიზოდ საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ გადაკვეთა

აპრილში შენგენის ზონის ქვეყნებში საზღვარი უვიზოდ საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ გადაკვეთა

Published on

„27 აპრილის მონაცემებით, შენგენის ზონაში, რომელიც 30 ქვეყანას მოიცავს, უვიზოდ საზღვარი საქართველოს 11 700-მდე მოქალაქემ გადაკვეთა, საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვა მხოლოდ 26 მოქალაქეს, რომელსაც საბუთები არ აღმოაჩნდა წესრიგში. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ   ეს შემთხვევები უკავშირდება მხოლოდდამხოლოდ ობიექტურ გარემოებებს ანუ არასაკმარის დოკუმენტაციას და არა სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს ადგილზე მყოფი მესაზღვრე,  შესაბამისად,  პირველი ერთი თვის ეს მაჩვენებლები „ნამდვილად კარგია“, რამდენადაც არ მართლდება შიში, რომ უარს ამა თუ იმ მიზეზით ბევრად მეტი მოქალაქე მიიღებდა.  
 
„მე ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა საზოგადოების ინფორმირებისთვის, რომ კარგად იცოდნენ, რას გულისხმობს უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი, რა უფლებას აძლევს მათ ეს შეღავათი და რა დოკუმენტაციის ქონაა საჭირო. რაც შეეხება იმას, რამდენად ვასრულებთ რეჟიმის პირობებს, ჯერ ამის თქმა შეუძლებელია – იცით, რომ ეს არის 3-თვიანი ხანმოკლე ვიზიტის პერიოდი და ჯერ გასულია მხოლოდ 1 თვე. შესაბამისად, 90 დღის გასვლის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად დაიცვეს ჩვენმა მოქალაქეებმა ეს მოთხოვნა“, – განმარტა თამარ ხულორდავამ.

სიახლეები

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...

გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო - ინფორმაციას ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს. მიზეზად პატიმრის...

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...