მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთში კიდევ ოთხი ათასი ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან. ისინი წავლენ სახლში, მაგრამ...

თურქეთში კიდევ ოთხი ათასი ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან. ისინი წავლენ სახლში, მაგრამ საით მიდის ერდოღანი?

Published on

თურქეთში სახელმწიფო სამსახურებიდან კიდევ 4 ათასამდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. 
 
ამჯერად,  სამუშაო ადგილი იუსტიციის სამინისტროს 1127-მა თანამშრომელმა დატოვა, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვის სამსახურის წევრებიც იყვნენ. 
გაათავისუფლეს ასევე 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, სამეცნიერო სფეროს 484 წარმომადგენელი და რელიგიის საკითხების სამინისტროს 201 თანამშრომელი. 
ყველა გათავისუფლებული ადამიანის სახელი და გვარი ჩამოთვლილია ბრძანებაში, რომელიც  სახელმწიფო გაზეთ T.C. Resmi Gazete-ში ქვეყნდება. 
 
იმავე ბრძანების თანახმად, თურქეთის ხელისუფლებამ აკრძალა მაღალრეიტინგული სატელევიზიო შოუც  პაემნებისა და საქორწინო განცხადებების შესახებ.
 „ტელევიზიასა და რადიოში დაუშვებელია ისეთი გადაცემის გაშვება, სადაც ადამიანებს ერთმანეთს აცნობენ, რათა მათ მეწყვილე შეურჩიონ“, – ნათქვამია ბრძანებაში,,
 
შეგახსენებთ, გათავისუფლებათა და აკრძალვების  სერია ოფიციალურმა ანკარამ 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო.  გათავისუფლების პირველმა ტალღებმა 100 ატასზე მატ ადამიანს დააკარგვინა სამსახური. დღეს უმუშევრად დარჩენილებს კიდევ 4 ატასი შეემატა. 

სიახლეები

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს. მან ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც...

აგვისტოს ომიდან თვრამეტი წელი გავიდა

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული...

საია-ევროსასამართლომ მზია ამაღლობელის მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ...