მთავარისიახლეებისამართალისაგარეჯოში ორი დღის წინ დაკარგული ბავშვი ნაპოვნია და ცხენის ქურდობის ბრალდებით არის...

საგარეჯოში ორი დღის წინ დაკარგული ბავშვი ნაპოვნია და ცხენის ქურდობის ბრალდებით არის დაკავებული

Published on

საგარეჯოში ორი დღის წინ დაკარგული 15 წლის ბიჭი ნაპოვნია.  პოლიციამ მას გუშინ ღამით სოფელ ზემო ქედში, მამის სახლში მიაგნო და ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავა. 
 
”ის დაკავებულია ქურდობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა). პოლიციამ ფერმიდან მოპარული 2 ცხენი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ფერმის მეპატრონის განცხადების საფუძველზე დაიწყო”, – აცხადებენ შსს-ში. 
 
არასრულწლოვანი, რომელიც პოლიციამ გუშინ ღამე იპოვა, ცხენების ქურდობის საქმეზე სოცმუშაკის თანდასწრებით იკითხება.
”არასრულწლოვანი ბიჭი ღამით იპოვა პოლიციამ. ის წარმოდგენილია პოლიციის განყოფილებაში და იკითხება სოცმუშაკის თანდასწრებით. გამოძიება დაწყებულია ცხენების მოპარვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით. 
 
მოზარდის ოჯახი ქურდობის ფაქტს გამორიცხავს და ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. არასრულწლოვნის დის, ლია გიგაურის თქმით, მის ძმას ფერმაში ხელფასი არ გადაუხადეს და ტრანსპორტის არქონის გამო ფერმა ცხენით დატოვა. 
”ცხენი არ მოუპარავს. ბავშვს ხელფასი არ გადაუხადეს და რადგან ტრანსპორტი არ ჰქონდა, ცხენზე შეჯდა და წავიდა. უბრალოდ აბრალებენ, რომ ცხენი მოიპარა”, – განაცხადა გიგაურმა ტელეკომპანია ”იმედთან” საუბარში. 
 
 
 
 
 
 

 

სიახლეები

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 23 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ...

უვიზოს შეჩერების საფრთხე – ოქტომბერში საქართველოსთვის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირი საქართველოზე მკაცრად საუბრობს, თუმცა რბილად მოქმედებს - ამ სათაურით ვრცელ სტატიას "რადიო თავისუფლების"...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მკაცრი, მე-18 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა სანქციების მე-18 პაკეტი, რომელიც ევროკავშირის საბჭომ 18 ივლისს დაამტკიცა. ახალი...

პუტინი პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას კვლავ დასცინის-შიკორსკი

პუტინი პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას კვლავ დასცინის. წერს პოლონეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ შიკორსკი სოციალურ...