ქვეყანა, სადაც თავდაცვის მინისტრმა, ხურჩელი გლეხებისგან განსხვავებით, არ იცის, რა ხდება საზღვარზე

0
415
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს რომ  არა აქვს  კონკრეტული ინფორმაცია  ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის შესაძლო გადმოწევასთან დაკავშირებით. 
 
”ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ განხორციელდეს ზეწოლა რუსეთზე და ამ ზეწოლას მშვიდობან ფორმატში მომავალშიც გავაგრძელებთ. ამაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ზოგადად, ვადასტურებ ფაქტს, რომ ადგილი აქვს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ერთი მეტრიც კი არის ჩვენი დიდი აღშფოთების საგანი”, – განაცხადა იზორიამ. 
 
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოწიეს. რუსეთის სამხედროებმა სიმინდის ყანებს ხის ბოძები შემოავლეს, რის შედეგადაც დამატებით 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. ადგილობრივი მცხოვრებლები, არველოდი ნაჭყებია და ომარ მიქაუტაძე ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ამუშავებდნენ ამ ნაკვეთებს. ნაჭყების თქმით, 1978 წლიდან ფლობდა აღნიშნულ მიწას და იცოდა, რომ ეს იყო არა ნაბაკევის, არამედ ხურჩის ტერიტორიაზე არსებული მიწა.
 
 
 
წინა სტატიათურქეთში კიდევ ოთხი ათასი ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან. ისინი წავლენ სახლში, მაგრამ საით მიდის ერდოღანი?
შემდეგი სტატიაე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ხურჩაში 52 წლის კაცი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური