პუტინის ბაიკერები, გეორგიევსკის ლენტების ფრიალი საქართველოში და სახელმწიფო სტრუქტურების კაპიტულანტური პოლიტიკა

0
423
 9 მაისს რუსი ბაიკერების ,,ღამის მგლების"' საქართველოში დაგეგმილ შემოსვლას საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებით შეხვდა, თუმცა მათი ქართველი მაპინძლები უკან არ იხევენ. "ისე კარგად შემოვლენ და ისე კარგად ვაფრიალებთ ამ გეორგიევსკის ბაფთებს, როგორც დაუბარებიათ" – აცხადებს  "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანი
 
ირაკლი ყიფიანს "ისტერიკად" მიაჩნია "გეორგიევსკის ლენტებთან" დაკავშირებული კრიტიკული დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ეს ლენტები არა მეორე მსოფლიო ომი გამარჯვების, არამედ რუსული შოვინიზმის სიმბოლოა და ამბობს, რომ არ აინტერესებს, "რა იხარშება "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენების მახინჯ გონებაში". მისი თქმით, ამ ლენტს ხუთი წელია, ატარებს და "9 მაისს ის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა ეკეთოს". 
ირაკლი ყიფიანი ასევე ამბობს, რომ "გეორგიევსკის ბაფთები" საქართველოს რეგიონებში დაარიგეს.  "მოვიარეთ მთელი საქართველო და დავარიგეთ ეს ბაფთები. ბაფთების დარიგება გუშინ კახეთში დასრულდა და მხოლოდ ამ რეგიონში 30 ათასამდე ბაფთა დარიგდა, ხალხმა იცის და ახსოვს, რა დანიშნულება აქვს ამ ბაფთებს" – ამბობს იგი. 
 
პუტინის ბაიკერი ემისრებისა და მათი კოლაბორაციონისტი დამხვდურების მამხილებელ წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული ეროვნული ღირსების დაცვაში შეურიგებლობით გამორჩეული ჟურნალისტი ლაშა ბერულავა: 
,,ჩემ ფეხებს შემოვლენ და ჩემ ფეხებს ააფრიალებენ, ერთად დგომაა საუკეთესო პრევენციაა.
მეგობრებო, გამოსავალი მარტივია, გავიხსენოთ:
ვაკის პარკთან 9 მაისს რომ ქართველი ბაიკერები შეიკრიბნენ და რუს ბაიკერებს შეუთვალეს, აბა, მოდით, დაგხვდებითო, გვახსოვს? გვახსოვს. იყო? იყო. 
სირი იარაღის ბარიგა ტრისტანა რომ სულ ცისარტყელისფრად შეღებეს და ვაკის პარკის შადრევანში იბანდა, მერე კი გმირთა მემორიალთანაც რომ მოადეს ღრანჭში, გვახსოვს? გვახსოვს. იყო? იყო. 
წინაღამით სასტუმროს წინ გაჩერებული რუსი ბაიკერების (რომლებმაც გეორგიევსკის ლენტის შებმა ვერ გაბედეს) მოტოები რომ უკრაინის დროშისფრად შეღებეს, ქობულეთში კი ლენტა მოუხსნეს მანქანაზე და პრეზერვატივი ჩამოუცვეს ტურისტს, გვახსოვს? გვახსოვს. იყო? იყო. 
გიორგი ჭანტურიამ რომ ააცალა მკერდიდან ერთ შოვინისტს ლენტი, რომ დააკავეს და მერე მალევე გაუშვეს, გვახსოვს? გვახსოვს. იყო? იყო.
სამართლიანი ვიყოთ და, ერთმა ქართველმა მესაზღვრემ რუსი ტურისტი, რომელსაც მანქანაზე ეგ ლენტი ჰქონდა მიმაგრებული, უკან მიაბრუნა, ჩემს ქვეყანაში ამით შესვლა არ შეიძლებაო, გვახსოვს? გვახსოვს. იყო? იყო. 
მელიტონ ქანთარიას შვილიშვილმა რომ სულ კინწისკვრით მოახსნევინა კოლმეურნეობის მოედანზე ლენტები რუს ბაიკერებს და თავისი ხელით დააჭრევინა, მერე კი თქვა, ბაბუაჩემი ჩემი საქციელით იამაყებდა, როცა ავუხსნიდიო, გვახსოვს? გვახსოვს. იყო? იყო. 
შემოვიდნენ რუსი ბაიკერები, ღამის მგლებს რომ უწოდებენ თავიანთ სირ თავებს? ვერ შემოვიდნენ. გადადეს. 
ნუ გგონიათ, რომ ჩვენი პოლიციელები მათ მხარეს იქნებიან – ასე არ არის.
ერთად დგომაა საუკეთესო პრევენცია.
ჩემ ფეხებს შემოვლენ და ჩემ ფეხებს ააფრიალებენ. '' – წერს ლაშა ბერულავა.
 
რაც შეეხება ხელისუფლებას, როგორც  შსს-მ განაცხადა, ,,ღამის მგლების''აქციებს  სპეციალური კომისია შეისწავლის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქმედება იქნება საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველი, კომისია უწყებას მიმართავს და შსს ამის შემდეგ იმოქმედებს. ''
ოკუპანტების პროპაგანდისტული ქმედებების აღკვეთისგან განსხვავებით,  კომისიების შექმნა ამ უწყებაში  კარგად იციან. 
წინა სტატიარამდენი საჯარო მოხელე ,,გაქაჩავს” დღეს მეთორმეტე და თუნდაც მეხუთე კლასამდე?
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: უნდა აგოს თუ არა პასუხი ენერგეტიკის მინისტრმა თუნდაც ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური