მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ: "რუსეთის ხელისუფლება მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს" - აქცია ხურჩაში

ენმ: “რუსეთის ხელისუფლება მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს” – აქცია ხურჩაში

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გააპროტესტეს. შეკრებილების განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას. ისინი  მოუწოდებენ ევროკავშირს, ხელისუფლებას მიიღოს საჭირო ზომები, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას შიშით უწევს ცხოვრება. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, ის რაც ხდება საზღვრებთან მიმართებაში მთავრობის უნიათო მუშაობის შედეგია.
„ სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით არის უმძიმესი მდგომარეობა. ოკუპანტი მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს. ჩვენ ვესაუბრეთ მოსახლეობას და გვითრხრეს, რომ მათ რამდენიმე ჰექტარი მიქა აქვთ მითვისებული, ანუ მონიშვნეს თავიანთი საოკუპაციო ხაზი. ხურჩის მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ევროკავშირს მიიღონ ზომები, რადგან, როგორც მოსახლეობა გვეუბნება არავითარი ზომები არ არის მიღებული ამ დრომდე. მათ ამ დრომდე რისკის ქვეშ უწევთ ცხოვრება“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ალექსანდრე ქობალიამ.
„ხურჩის მოსახლეობა თავს მიტოვებულად გრძნობს. ერთ-ერთმა მოხუცმა გვითრა, რომ მათ უთხრეს, საერთოდ არ გადმოწეულა საზღვრები, თუმცა ყველამ იცის თუ სად იყო საზღვრები ნაბაკევს, შამგონასა და ხურჩას შორის. ერთ-ერთმა მოხუცმა გვითხრა, რომ არათუ ხუთი, არამედ ათი ჰექტარი მიწაა მიტაცებული და ეს არის სწორედ ამ ხელისუფლების უნიათობის შედეგი“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მაია კალანდიამ.
გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გადმოსწიეს. შედეგად ხურჩელი ომარ მიქაუტაძის და არველოდ ნაჭყებიას 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა. ხურჩის გამგებელი ადასტურებს, რომ ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ ტერიტორიის ხის ბოძებით მონიშვნის შედეგად, ხურჩის მოსახლეობის 2 ჰექტრამდე მიწა აფხაზეთის მხარეს მოექცა. 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საოკუპაციო ზოლზე ბოძების ჩასმას ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას უწოდებენ და ამბობენ რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა.
 

სიახლეები

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...