მთავარისიახლეებიკონფლიქტებიე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ხურჩაში 52 წლის კაცი დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ხურჩაში 52 წლის კაცი დააკავეს

Published on

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურჩაში მცხოვრები, 52 წლის ენვერ ბერია, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა დაკავებულის მეზობლები ამბობენ, რომ ბერია მის კუთვნილ სასოფლო ნაკვეთში მუშაობის დროს დააკავეს.მათივე განცხადებით, დაკავებულის გამოსასყიდად, რუსი ოკუპანტები 50 000 რუბლს  ითხოვენ, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის მაია კალანდიას ინფორმაციით, მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ინიციატივით, რომლის გვარიც არ იცის, ხელისუფლება აპირებს ოჯახს თანხის გადახდაში დაეხმაროს. კალანდიას თქმით, ეს სიტუაცია მას შევარდნაძის დროინდელ პერიოდს ახსენებს და მოუწოდებს სამართალდამცველებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ და დროულად აღმოჩინონ დახმარება გატაცებულის ოჯახს.
გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გადმოსწიეს. შედეგად ხურჩელი ომარ მიქაუტაძის და არველოდ ნაჭყებიას 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა.

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...