მთავარისიახლეებიმსოფლიოზიდანი მამა - შვილი ლე პენების წინააღმდეგ: ,,ეროვნული ფრონტის '' ...

ზიდანი მამა – შვილი ლე პენების წინააღმდეგ: ,,ეროვნული ფრონტის ” პოზიცია არ შეესაბამება ფრანგების ღირებულებებს

Published on

Reuters -ის ცნობით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი  ზინედინ ზიდანი თვლის, რომ მოუწოდა ამომრჩეველს მაქსიმალურად გაემიჯნოს ,,ეროვნული ფრონტის“  იდეებს და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არ მისცეს ხმა პარტიის ლიფდერს   მარინ ლე პენს.  – განცხადება ამის შესახებ მან  გაკეთა გუშინდელ პრესკონფერენციაზე, რომელიც  ,,რეალის'' საწვრთნელი ვარჯიშის შემდეგ გამართა. ამ სიტყვების შემდეგ  ზიდანმა  უსიტყვოდ დატოვა დარბაზი ისე, რომ  სხვა შეკითხვებს არ დალოდებია.
 Huffington Post -ის  ცნობით, ზიდანს პირდაპირ არც ემანუელ მაკრონისათვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებია, მაგრამ ფრანგებმა ლე პენის მისამართით გამოქმული მისი  სიტყვები სწორედ მაკრონის მხარდაჭერად აღიქვეს. 
 
 ესპანური გამოცემა ,,მაგსა'' განმარტავს , რას გულისხმობდა ზიდანი, როცა განაცხადა, რომ ,,დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდებოდა  2002 წელს  და ისევე როგორც მაშინ,  ,,ეროვნული ფრონტის'' იდეები მიუღებელია მისთვის''. 
,,მაგსა'' იხსენებს ზიდანის განცხადებას  2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, როცა მასში მონაწილეობდა  მარი ლე პენის მამა ჟან – მარი ლე პენი, რომერლიც მაშინ  ეროვნული ფრონტის ლიდერი იყო. – ,,ჟან მარი ლე პენის გამარჯვებას შეიძლება უმძიმესი შედეგები მოყვეს საფრანგეთისთვის, ხოლო პარტია ,,ეროვნული ფრონტის ''  პოზიცია არ შეესაბამება ფრანგების ღირებულებებს. მე ფრანგი ვარ, მამაჩემი კი ალჟირელი და ვამაყობ ამით'' – უთქვამს მაშინ     ზიდანს, რომელიც მარსელშია გაზრდილი.  როგორც ცნობილია, ჟან- მარი ლე პენმა მეორე ტური თითქმის პირწმინდად წააგო – მას ამომრჩეველთა მხოლოდ ,18 % მისცა ხმა, ხოლო ჟაკ  შირაქს – 82 პროცენტმა. 

ზიდანის ამჟამინდელ განცხადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მარინ ლე პენი. 
„თუკი გავითვალისწინებთ ზიდანის შემოსავალს, მესმის, რომ ხმას მაკრონს აძლევს. ეს მისი აზრია. ზინედინ ზიდანს შეუძლია ფეხბურთთან დაკავშირებით საზოგადოებას რჩევები მისცეს, ის ფეხბურთში ნამდვილად კარგია, ეს უნდა ვთქვათ, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკას, არ ვარ დარწმუნებული“, – აღნიშნა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა. 
 
შეგახსენებთ, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების –  მეორე მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...