მთავარისიახლეებისამართალი„სპარის“ ზუგდიდის მაღაზიის მენეჯერი: „სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაა“

„სპარის“ ზუგდიდის მაღაზიის მენეჯერი: „სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაა“

Published on

ზუგდიდში, სუპერმარკეტ „სპარის“ მეორე მაღაზიის გასახსნელად ემზადებიან, თუმცა მის გახსნამდე მაღაზიას პრობლემები გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურთან შეექმნა. როგორც სუპერმარკეტის მენეჯერი ამბობს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაა.

გიორგი ნარმანია განმარტავს, რომ მისი მაღაზიის დაჯარიმება უკანონოდ მოხდა, კერძოდ, მისივე თქმით, სუპერმარკეტში დღეში რამდენჯერმე დისტრიბუციას სხვადასხვა სახეობის პროდუქტი მოაქვს. საღამოს კი საქონლის ყუთები გროვდება, რომელიც ნაგვის მანქანას გააქვს.

„ყოველ 15 წუთში ახალ-ახალი ყუთი გროვდება, ამიტომ მისი გატანა დღეში რამდენჯერმე შეუძლებელია. როცა მოვიდნენ გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენელები და ყუთებზე მითხრეს დარღვევააო, ვუთხარი, რომ საღამოს 7 საათზე დასუფთავების მანქანას ველოდები-მეთქი. მათ მითხრეს, რომ დარღვევის ფაქტი დავინახეთ და რეაგირება მოვახდინეთო“ – ამბობს სუპერმარკეტ სპარის ზუგდიდის მაღაზიის მენეჯერი.

გიორგი ნარმანია ამბობს, რომ დაჯარიმება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა, რისი უფლება გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს არ ჰქონდა.

„ვუთხარი, გამაფრთხილეთ სიტყვიერად ან წერილობით, ნაგავს კი გავატანინებ, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს. მე ვფიქრობ, ისინი ჩემ დასაჯარიმებლად მოვიდნენ. საუბრის პარალელურად მე დავურეკე დასუფთავებას და ნაგავი გავატანინე“ – ამბობს გიორგი ნარმანია.

სუპერმარკეტ „სპარის“ ზუგდიდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არ აპირებს აღნიშნული ჯარიმის გადახდას და დავას სასამართლოში გააგრძელებს.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....