მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთი ოკუპაციას აგრძელებს - ზვიად სიჭინავა ხურჩაში იმყოფებოდა

რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს – ზვიად სიჭინავა ხურჩაში იმყოფებოდა

Published on

„რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, რომელიც ცდილობს, რომ ისედაც დაძაბული სიტუაცია ჩვენ და აფხაზებს შორის უფრო მეტად დაძაბოს," – ეს განცხადება ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზდენტმა, ზვიად სიჭინავამ, რომელიც პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს, ოკუპაციის ხაზთან გააკეთა.
ზვიად სიჭინავამ ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზის ის ნაწილიც დაათვალიერა, სადაც ერთი თვის წინ საფეხმავლო გადასასვლელი გააუქმეს და მავთულხლართები გააბეს.
ხურჩისა და შამგონას მოსახლეობის ნაწილი სასოფლო-სამეურნეო მიწების გარეშე დარჩა. ადგილობრივები შველას ითხოვენ. მათი განმარტებით, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი 300 მეტრით გადმოწიეს, რის შედეგადაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის 5 ჰეკტარი ოკუპირებულია.
ტერიტორიაზე უკვე განლაგებულია საზღვრის მოსანიშნი ბოძები და იგეგმება მავთულხლართის გაბმა. გახსნილია ახალი საგუშაგოც.
"ეს არის ის სოფელი, სადაც ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი ვაჟკაცი, გიგა ოთხოზორია. ცუდია ფაქტია, რომ დღეს იმის შიში არსებობს ამ სოფელში, რომ ხვალ-ზეგ ვიღაც შეიძლება, კიდევ შეეწიროს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, სახელმწიფომ და ჩვენ, მოსახლეობამ,“ – განაცხადა ზვიად სიჭინავამ. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...