მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისის სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, გაკვეთილზე ამ დროს 30 ბავშვი იმყოფებოდა

ქუთაისის სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, გაკვეთილზე ამ დროს 30 ბავშვი იმყოფებოდა

Published on

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა გუშინ, ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში მოხდა.
 
როგორც თვითმხილვევები აცხადებენ, შემთხვევის დროს სასწავლო ოთახში 30 მეექვსეკლასელი იმყოფებოდა, რა დროსაც ჭერის ნაწილი ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
 
სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე ასრულებს კომპანია, რომელმაც სკოლის რემონტი 10 თვის წინ ჩაატარა.
 
”შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ორპირი ქარი იყო და სავარაუდოდ, ამის გამო მოხდა ჭერის ჩამონგრევა. კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოებს უკვე ასრულებენ“, -განაცხადა ოცხელის სახელობის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა შოთა გოქაძემ. 

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...