მთავარისიახლეებისამართალიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სუპერმარკეტ „სპარის“ დაჯარიმების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სუპერმარკეტ „სპარის“ დაჯარიმების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

Published on

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სუპერმარკეტ „სპარის“ დაჯარიმების ფაქტზე განცხადებას უწყების ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო Odishinews აღნიშნულს უცვლელად გთავაზობთ:

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა მუნიციპალური ნარჩენებით ტერიტორიის დანაგვიანების მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქ ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე სუპერმარკეტების ქსელ "სპარის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სუპერმარკეტის თანამშრომლების მიერ, დაყრილი იყო დიდი რაოდენობით მუყაოს ყუთები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ნარჩენების მართვის კოდექსის 31 მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 1000 ლარის ოდენობით.
ოქმის შედგენის გამო, პროტესტი გამოთქვა ზუგდიდში სუპერმარკეტ "სპარის" მენეჯერმა, რომელიც აღნიშნავდა, რომ დაგროვილი ყუთები დასუფთავების მანქანას ყოველ საღამოს გააქვს, თუმცა დასუფთავების სამსახურთან გაფორმებული რაიმე ტიპის ხელშეკრულება მან ვერ წარმოადგინა. სუპერმარკეტის მენეჯერი ასევე აცხადებდა, რომ დანაგვიანებული ტერიტორია სუპერმარკეტის საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღებული GPS კოორდინატებით დადგინდა, რომ დანაგვიანებული ტერიტორიის ნაწილი ეკუთვნის საქართველოს ფოსტას, ხოლო ნაწილი – ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას.
სუპერმარკეტ "სპარის" ადმინისტრაციამ, მას შემდეგ, რაც მათ მიმართ უკვე შედგენილი იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, გამოიძახა დასუფთავების სამსახური, რომელმაც აღნიშნული ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ვალდებულია, სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, დააფიქსიროს ფაქტი და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. უწყებას არ გააჩნია ვალდებულება, წინასწარ გააფრთხილოს სამართალდამრღვევი“ – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...