მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი: „ჩრდილოეთ კორეა უპატივცემლოდ მოეპყრო ჩინეთის სურვილს და მის პრეზიდენტს, როდესაც...

დონალდ ტრამპი: „ჩრდილოეთ კორეა უპატივცემლოდ მოეპყრო ჩინეთის სურვილს და მის პრეზიდენტს, როდესაც რაკეტა გაუშვა. ეს ცუდია”

Published on

„ჩრდილოეთ კორეა უპატივცემლოდ მოეპყრო ჩინეთის სურვილს და მის პრეზიდენტს, როდესაც რაკეტა გაუშვა, თუმცა წარუმატებლად. ეს ცუდია“ – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას „ტვიტერის“ პირად გვერდზე.  
 
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის სამხედროების ინფორმაციით, წარუმატებელი აღმოჩნდა. ზუსტი მონაცემები რაკეტის გამოცდაზე ჯერ არ არის, თუმცა, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის ესიხიდე სუგის თქმით, ბალისტიკური რაკეტის გაშვება ფუკჩხანის რაიონიდან მოხდა, დაახლოებით 50 კმ მანძილი დაფარა და ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 
 
ბალისტიკური რაკეტის გამოცდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის შემდეგ რამდენიმე საათში მოხდა. უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და იპაონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაცრად გააკრიტიკეს ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. 
 
აშშ-ს და კანადის აეროკოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის მონაცემებით, რაკეტის გაშვება ჩრდილოეთ ამერიკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. 

 
 

სიახლეები

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს. მან ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც...

აგვისტოს ომიდან თვრამეტი წელი გავიდა

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული...