მთავარისიახლეებისაზოგადოება„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ - N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ – N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

Published on

პროექტის „ვესაუბრებით  ამომრჩეველებს“  ფარგლებში N67  ზუგდიდის  საოლქო საარჩევნო  კომისიამ დაიწყო  საინფორმაციო  კამპანიის  წარმოება საზოგადოებრივი  თავშეყრის  ადგილებში,  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და   ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე.  პროექტის  მიზანია საოლქო  საარჩევნო  კომისიასა და ამომრჩევლებს  შორის კომუნიკაციის  გაძლიერება, საარჩევნო  ადმინისტარციის   საქმიანობის  პოპულარიზაცია, ცესკოს  საქმიანობისა და საარჩევნო  ადმინისტრაციის   მიერ  შეთავაზებული  სერვისების შესახებ ინფორმაციის  მიწოდება, ამომრჩეველთა  ცნობიერების  ამაღლება 2017  წელს  გასამართი  ადგილობრივი  თვითმართველობის არჩევნების შესახებ. ცესკო  მიზნად  ისახავს, რაც  შეიძლება  მეტი  მოქალაქე  დააინტერესოს, მიაწოდოს  შესაბამისი  ინფორმაცია არჩევნებში  მონაწილეობის მისაღებად  და  შექმნას  მოტივაცია მონაწილეობა  მიიღოს  არჩევნებში. 
 
პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის ინიციატივით მოეწყო პირველი გასვლითი შეხვედრა ანაკლიის მოსახლეობასთან. საოლქო-საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციამ მათ მიაწოდა ინფორმაცია 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების და ზოგადად, საარჩევნო პროცესის შესახებ. მოსახლეობაში დარიგდა საინფორმაციო ფლაერები, ადგილობრივებმა შეავსეს ამომრჩევლის მოსაზრების ბარათები და მოწვეულ იქნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო საჯარო შეხვედრაზე, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ არჩევნებისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ. მსგავსი   შეხვედრები   ხელს  უწყობს მოსახლეობასთან  უფრო  მჭიდრო და უშუალო  კომუნიკაციას, მათ  ინფორმირებას და  მათთან  მოსაზრებების   გაცვლას.
 

სიახლეები

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხსნის, რას სთხოვს EU “ოცნებას“

კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ, დეტალურად ისაუბრა იმ პირობებზე, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იქიდან...

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა დაამტკიცა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე,...

სუს-თან გარდაცვლილი პირი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელია

პროკურატურა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაპოვნი ცხედარი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლს ეკუთვნის. უწყების ცნობით,...

სუს-თან ავტომობილში ცხედარი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ოპერატიულ ავტომობილში ცხედარი იპოვეს. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. გავრცელებულ ფოტოში...