უსუფაშვილი ახალ პარტიას ქმნის. ბერძენიშვილმა ვერაფერი გაუგო. ხუხაშვილი ქარიზმას უწუნებს.

0
398

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში არ ჩანდა, კვლავ გააქტიურდა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მუშაობს   ახალი ცენტრისტული პარტიის შექმნაზე, რომელიც   ახლებური მიდგომებით იმოქმედებს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებსდაინტერესებულ პირებს. უსუფაშვილის თქმით, პარტიის ფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე მოხდება და პარტიის შემადგენლობას შესახებ საზოგადოებას მაისის ბოლოს ეცნობება. 

,,ვფიქრობ, უსუფაშვილი ცდილობს გარკვეული კაპიტალი დააგროვოს და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პლატფორმა შეიქმნას. სხვათაშორის, არ ვფიქრობ, რომ ის ცუდი პრეზიდენტი იქნება,” – ასე გამოეხმაურა  მის ინიციატივას  პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი – ”დავით უსუფაშვილის ინიციატივაში არის ლოგიკა – ჩვენ ვხედავთ როგორ ვითარდება პოლიტიკური პროცესი ე.წ. ორპოლუსიანობის საფუძველზე. არის ორი რადიკალური ფრთა და შესაბამისად, არის ძალიან დიდი მოთხოვნილება მესამე არჩევანზე, ანუ ცენტრისტულ არჩევანზე. უსუფაშვილის ეს ინიციატივა ამ მოთხოვნაზე რეაგირებს. ეს არის თეორიულად და ლოგიკურად სწორი გზა. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ის უდავოოდ ავტორიტეტია ქართულ პოლიტიკაში, მაინც მიმაჩნია, რომ როგორც პოლიტიკური ლიდერი და მაკონსოლიდირებელი ფიგურა, უსუფაშვილი,  სუსტია –  მას არ აქვს ლიდერის ქარიზმა და გაუჭირდება   რაღაც პოლიტიკური პროცესის ირგვლივ პოტენციურ მომხრეთა კონსოლიდირება. ამიტომ,  მიუხედავად ავტორიტეტისა, უსუფაშვილს დასჭირდება გვერდით ქარიზმატული პოლიტიკური ფიგურა.'' – აღნიშნა  გია ხუხაშვილმა.
 
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის  ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, დავით უსუფაშვილის დღევანდელი პრესკონფერენცია ბუნდოვანი იყო.,, ძალიან კარგია, რომ დავით უსუფაშვილი ბრუნდება პოლიტიკაში,  ამას ვერავინ ვერავის დაუშლის, მით უფრო  ასეთ გამოცდილ კაცს ,  მაგრამ რეალურად რას აპირებს, მე ვერ გავიგე, ვერაფერი გავიგე ვერც  გუნდის შექმნის პრინციპზე'' –  განაცხადა მან.  
 
 

 
 
წინა სტატიაქუთაისში ირაკლი ჩხვირკიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაირაკლი გოგოხია: „ს/კ „ზუგდიდი“ შესაძლოა 100%-ით კერძო მესაკუთრის მფლობელობაში გადავიდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური