მთავარისიახლეებიპოლიტიკასუს-ი საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურჩასთან ე.წ საზღვრის ბოძების ჩასმას ეხმაურება

სუს-ი საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურჩასთან ე.წ საზღვრის ბოძების ჩასმას ეხმაურება

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საოკუპაციო ზოლზე ბოძების ჩასმას ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას უწოდებენ და ამბობენ რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა. სუსის განცხადებით, ფაქტზე რეაგირება დაწყებულია, ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის და დამკვირვებლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე.

„ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას, ისევე – როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე.ინფორმაცია უკვე გადაეცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მათი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ ადგილზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე.“-ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარზე ბოძების ჩასმა დაიწყეს, რის შედეგადაც ომარ მიქაუტაძის და არველოდ ნაჭყებიას 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაში მოექცა. ადგილობრივების თქმით საოკუოპაციო ძალის წარმომადგენლებმა მიწის მფლობელები გააფრთხილეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...