მთავარისიახლეებისპორტისაფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ზაზა ჯანაშია დაიკავებს

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ზაზა ჯანაშია დაიკავებს

Published on

 საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ვიცეპრეზიდენტად  ზაზა ჯანაშია ინიშნება. მისი კანდიდატურა ამ დროისათვის ფორმალურად არის წარდგენილი, დანიშვნა კი  ოფიციალურად  კი  ივნისში,  ლიგის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ მოხდება  – ეს განცხადება გაკეთდა დღეს  ჯანაშიას შეხვედრაზე კლუბის ადამინისტრაციის წარმომადგენლებსა და ფეხბურთელებთან, რომელიც   ,,ბაიას'' საფეხბურთო ბაზაზე  შედგა. 
 
,,ეს თანამდებობა ზუგდიდის მერიამ შემომთავაზა – განაცხადა ზაზა ჯანაშიამ მედიასთან საუბარში, – აბსოლუტურად ვეთანხმები    ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ზუგდიდს კარგი გუნდი უნდა ჰყავდეს, მე ზადა ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს შესაძლებლობებშია. რა თქმა უნდა, წარმატება უცებ არ მიიღწევა, მაგრამ ვხედავ   შესაბამის პოტენციალს, რომლის რეალიზაციისათვის თანმიმდევრული და დაუღალავი მუშაობააა საჭირო.''  
 
არსანისნავია, რომ  ზაზა ჯანასია დღეს „ბაიას“ საწვრთნელ ბაზაზე ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ ფეხბურთელებს წარუდგინეს.
 
შეგახსენებთ, აქამდე  ს.კ. "ზუგდიდის"ვიცე პრეზიდენტის პოსტი  ლევან გულორდავას ეკავა. გუნდი ამ დროისათვის  ბოლო ადგილზეა ეროვნულ ლიგა 2- ში.
 

სიახლეები

პოლიციის პასიურობისა და სიმცირის ფონზე, “ტიტუშკები” კალაძის შტაბთან მისულ დემონსტრანტებს გაუსწორდნენ

მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე მეორე დღეა იკრიბებიან და...

მხარდაჭერა ქართველ მებრძოლ გიორგი კინოიანს – აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან შეკრებას გეგმავენ

ერევანში დაკავებული ქართველი მებრძოლის გიორგი კინოიანის მხარდასაჭერად, რომელსაც რუსეთში ექსტრადიცია ელოდება, სამოქალაქო აქტივისტები ცოტა...

სანქციები არასოდეს აიძულებს რუსეთს, თავისი პოზიცია შეცვალოს – რუსეთის პასუხი ტრამპს

კრემლმა უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მის მზადყოფნაზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი...

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავეს, 5 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა...