მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ წყევლიან პარლამენტში დევნილებს, რატომ ეშინია მათი გამრავლების გენერალ ნარჩემაშვილს?

რატომ წყევლიან პარლამენტში დევნილებს, რატომ ეშინია მათი გამრავლების გენერალ ნარჩემაშვილს?

Published on

 ,,აფხაზთა კრების'' ლიდერი მალხაზ პატარაია ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის გუშინდელ სხდომას ეხმაურება.
 
,,დეპუტატმა ნარჩემაშვილმა  ჩვენი შვილებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიცხადა, რა გვეშველება 15 წელიწადში დევნილები 2 მილიონი რომ გახდებიანო.
 
შევარდნაძისაგან ჩვენთვის მოსჯილ 25 წელზე მისმა პატრონგამოცვლილმა შეგირდმა თვალის დახამხამებაში კიდევ 15 წელი დაგვიმატა და დევნილთა შობადობის ასტრონომიული პროგნოზიც ზედ გვამცნო. თანაც შემოგვჩივლა, რომ მისი შვილიც დაუსაქმებელია. – წერს მალხაზ პატარაია –  საკადრისი პასუხი მან ,,აფხაზთა კრებისაგან“ იქვე მიიღო ისე, რომ მისი თანაპარტიებიც კი ნირწამხდარი ბურტყუნებდნენ, არა ასე არ უთქვამს, სხვა რამის თქმა უნდოდაო.
 
თავმჯდომარემ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტის გაძევება მოითხოვა და მანდატურები დაახვია. ჩვენც გამოვეყევით ჩვენს დისკვალიფიცირებულ მეგობარს. გასვლისას ,,ღვაწლმოსილ“ გენერალს დევნილებისთვის   წყევლა-კრულვაც მოუყოლებია – თქვენ გაწყდითო. 
 
ერთ-ერთი დეპუტატის აჩემებასაც თუ დავუმატებთ, ახმეტიდან რომ გვეყოლოს დევნილები, რა ვქნათო, მეტად ტრაგიკომიკური სხდომა გამოვიდა.
 
ჩემი დაკვირვებით, სხვა ყველა სხვა ,,სიკეთესთან“ ერთად, ,,ოცნება“ კოლექტიურ კვიციანად გადაიქცა.''- წერს მალხაზ პატარაია.
 
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ დევნილებს ამ ხელისუფლებისაგან ისღა აკლიათ  ბავშვების გაჩენა აუკრძალონ – ასე ახლოა ჩინეთი? 
 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...