მთავარისიახლეებიმსოფლიორა მოხდა მაკედონიის პარლამენტში?

რა მოხდა მაკედონიის პარლამენტში?

Published on

გუშინ  მაკედონიის პარლამენტში ორასამდე დემონსტრანტი შეიჭრა და იქაურობა დაარბია. ნაცემია  სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ზორან ზაევი და კიდევ სამი სხვა დეპუტატი ამ პარტიიდან.
ეს პროტესტი მოყვა იმას, რომ ზაევმა და   მისმა გუნდმა  ეთნიკურ ალბანელ მოკავშირეებთან ერთად მხარი დაუჭირა პარლამენტის სპიკერად ალბანელი კანდიდატის თალათ ჯაფერის არჩევას.   ეს უკანასკნელი ალბანელთა ეროვნული უმცირესობის უმსხვილესი პარტიის წარმომადგენელია. 
 
კენჭისყრის  დასრულებისა და შედეგების გამოცხადების  შემდეგ   სკოპიეს ქუჩაზე, პარლამენტის შენობასთან  შეკრებილმა დემონსტრანტებმა, ძირითადად,  მოძრაობა ,,ერთიანი მაკედონიისათვის"' წევრებმა გააარღვიეს პოლიციელთა კორდონი და ქვებითა და სხვა ბლაგვი საგნებით შეიარაღებულები პირდაპირ შეიჭრნენ სხდომაზე.  ნიღბიანი თავდამსხმელების ძირითადი სამიზნე ჯაფერი და მისი მხარდამჭერი დეპუტატები იყვნენ.
 
 პოლიციამ კი, ვითარების განმუხტვა დროულად ვერ მოახერხა, დემონსტრანტებმა მათ და სხდომაზე მყოფთ განურჩევლად დაუშინეს  ქვები. მათ მიერ ნაცემ დეპუტატებს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დაზიანებულია  შენობის ინტერიერი. 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....