მთავარისიახლეებისპორტიირაკლი გოგოხია: „ს/კ „ზუგდიდი“ შესაძლოა 100%-ით კერძო მესაკუთრის მფლობელობაში გადავიდეს

ირაკლი გოგოხია: „ს/კ „ზუგდიდი“ შესაძლოა 100%-ით კერძო მესაკუთრის მფლობელობაში გადავიდეს

Published on

საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის „ზუგდიდი“ შესაძლოა კერძო მესაკუთრის მფლობელობაში გადავიდეს. ამის შესახებ ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ჟურნალისტებთან ზაზა ჯანაშიას კლუბის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნაზე კომინტირებისას გააკეთა. მისივე განცხადებით, ინვესტორი არსებობს, თუმცა ქალაქის პირველი პირი დღეს ამ თემაზე მეტ კონკრეტიკას არ იჩენს.

„ზაზა ჯანაშია ამ დღეებში კლუბის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნება, მას აქვს საინტერესო სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს კლუბი, რა ინვესტიციები უნდა მოიზიდოს. ჩვენ შევთავაზეთ როგორც ვიცე პრეზიდენტს კარგად შეესწავლა კლუბში არსებული მდგომარეობა და მერე ვიფიქრებთ გარკვეული პროცენტი გავასხვისოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა ფეხბურთის განვითარების და ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დამთავრდება, მაშინვე საფეხბურთო კლუბი კერძო ინვესტორის ხელში გადავიდეს და ის ღირსეული ადგილი დაიკავოს, რომელიც ჰქონდა საფეხბურთო სამყაროში. ნამდვილად შეუფერებელია ის ბოლო ადგილი, რომელშიც ახლა გუნდი არის“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ.

ქალაქის მერის განცხადებით შესაძლოა კლუბის მენეჯმენტში ცვლილებები შევიდეს. რაც შეეხება სავარაუდო ახალ მფლობელს, ამაზე საუბარი ირაკლი გოგოხიამ დღეს არ ისურვა, თუმცა დაადასტურა, რომ რამდენიმე პირმა სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდის“ ვიცე პრეზიდენტად ზაზა ჯანაშია ინიშნება, რომელიც წარსულში საქართველოს ნაკლრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი იყო. ის დღეს კლუბის ბაზაზე ფეხბურთელებს ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ  და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ წარუდგინეს. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...