,,გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო, ომია.” – შესაძლო ანეკდოტური სიტუაცია, როცა პრეზიდენტმა შეიძლება არ იცოდეს, საიდან შეხედოს რუკას

0
443
არ შეიძლება საქართველოს ჯარის დატოვება მთავარსარდლის გარეშე და მთავარსარდლის დატოვება უშიშროების საბჭოს გარეშე – განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ახალციხეში,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან დებატებისას  – .უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის, როგორც ი მთავარსარდლის უფლებამოსილების შესუსტება არ არის სწორი ნაბიჯი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით,  და  ეს  გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ  პოლიტიკური მოტივაციით შეიძლება იყოს განპირობებული. ''
 
საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა , რომ კონსტიტუციიდან ამოღებულია ის მთავარი ორგანო, რომელიც პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს აძლევს რჩევებს როგორც მშვიდობიანობის, ასევე ომის პირობებში. ეს ორგანო შეცვლილია თავდაცვის საბჭოთი, რომელიც ფუნქციონირებს მარტო ომის დროს. ამ გადაწყვეტილებით  უმაღლესი მთავარსარდალი დატოვებულია იმ მთავარი სათათბირო ორგანოს გარეშე, რომლითაც უნდა აწარმოოს დაპირისპირება მოწინააღმდეგესთან – თავდაცვის საბჭო ვერ შეასრულებს უშიშროების საბჭოს ფუნქციას.  
”წარმოიდგინეთ უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ასე ვთქვათ უსაფრთხოების თაობაზე როგორც თითოეული მოქალაქე იღებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან. ასეთი მთავარსარდლის შემთხვევაში იწყება ომი. შედის მთავარსარდალი ამ თქვენ მიერ ნახსენებ თავდაცვის საბჭოში და არც იცის რა უნდა მოიკითხოს, რადგან სამხედრო სპეციფიკასთან არასდროს ჰქონია შეხება – რას გულისხმობს ჯარების მობილიზაცია, რა რესურსი გააჩნია სახელმწიფოს ჯარების მობილიზების და რეზერვის თვალსაზრისით. გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო, ომია. რას გვეტყვით? აი ჩვენები, აი მტერი და რას იტყვით? – ეს ანეკდოტური სიტუაციაა. პრეზიდენტი იმ მომენტში იწყებს ომზე ფიქრს. წარმომიდგენია ასეთი პრეზიდენტის თავში რა უნდა ტრიალებდეს. საიდან შეხედოს რუკას ესეც პრობლემა იქნება. 
 
”როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-ში ინტეგრაციაზე, როდესაც ვსაუბრობთ იმ დიდ გმირობაზე, რომელსაც სჩადიან ჩვენი ჯარისკაცები ყოველ დღე როგორც საქართველოს თაცვისთვის, ასევე საერთაშორისო მისიებში, არ შეიძლება ამ ჯარის დატოვება მთავარსარდლის გარეშე. სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობების კლასიკური გაგებით, ჯარის ნებისმიერი გადაადგილება რამდენჯერმე გადამოწმებული უნდა იყოს. ამ ვერსიაში პრემიერ-მინისტრს აქვს მშვიდობიანობის პერიოდში ჯარების გადაადგილების უფლება ისე, რომ არ უნდა გადამოწმდეს ეს განკარგულება საკანონმდებლო ორგანოს მიერ. ეს, თავის მხრივ, არის თავდაცვისუნარიანობის კუთხით არასწორი მიდგომა”, – განაცხადა მარგველაშვილმა. 
წინა სტატიაირაკლი გოგოხია: „ს/კ „ზუგდიდი“ შესაძლოა 100%-ით კერძო მესაკუთრის მფლობელობაში გადავიდეს
შემდეგი სტატიარატომ წყევლიან პარლამენტში დევნილებს, რატომ ეშინია მათი გამრავლების გენერალ ნარჩემაშვილს?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური