მთავარისიახლეებისაზოგადოება„ვესაუბრებით ამომრჩეველებს“ - N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„ვესაუბრებით ამომრჩეველებს“ – N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

Published on

პროექტის „ვესაუბრებით  ამომრჩეველებს“  ფარგლებში N67  ზუგდიდის  საოლქო საარჩევნო  კომისიამ დაიწყო  საინფორმაციო  კამპანიის  წარმოება საზოგადოებრივი  თავშეყრის  ადგილებში,  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და   ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე.  პროექტის  მიზანია საოლქო  საარჩევნო  კომისიასა და ამომრჩევლებს  შორის კომუნიკაციის  გაძლიერება, საარჩევნო  ადმინისტარციის   საქმიანობის  პოპულარიზაცია, ცესკოს  საქმიანობისა და საარჩევნო  ადმინისტრაციის   მიერ  შეთავაზებული  სერვისების შესახებ ინფორმაციის  მიწოდება, ამომრჩეველთა  ცნობიერების  ამაღლება 2017  წელს  გასამართი  ადგილობრივი  თვითმართველობის არჩევნების შესახებ. ცესკო  მიზნად  ისახავს, რაც  შეიძლება  მეტი  მოქალაქე  დააინტერესოს, მიაწოდოს  შესაბამისი  ინფორმაცია არჩევნებში  მონაწილეობის  მისაღებად  და  შექმნას  მოტივაცია მონაწილეობა  მიიღოს  არჩევნებში. 
პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის ინიციატივით მოეწყო პირველი გასვლითი შეხვედრა ანაკლიის მოსახლეობასთან. საოლქო-საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციამ მათ მიაწოდა ინფორმაცია 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების და ზოგადად, საარჩევნო პროცესის შესახებ. მოსახლეობაში დარიგდა საინფორმაციო ფლაერები, ადგილობრივებმა შეავსეს ამომრჩევლის მოსაზრების ბარათები და მოწვეულ იქნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო საჯარო შეხვედრაზე, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ არჩევნებისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ. 
მსგავსი   შეხვედრები   ხელს  უწყობს მოსახლეობასთან  უფრო  მჭიდრო და უშუალო  კომუნიკაციას, მათ  ინფორმირებას და  მათთან  მოსაზრებების   გაცვლას.

სიახლეები

ბულინგი და ძალადობა ზუგდიდის საჯარო სკოლაში – სად იყვნენ მანდატურები?

ზუგდიდის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სკანდალური ფაქტი მოხდა: უფროსკლასელმა ბიჭებმა მათზე უმცროსი ბიჭი აითვალწუნეს, რომელსაც...

კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გასულ წელს ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში...

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ექიმი მარიამ ჯიშკარიანი გარდაიცვალა

სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას ექიმის ახლობლები...

ქუთაისის აეროპორტში საწვავის ქურდობის გამო ტექნიკოსები დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის...