მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარდაცვილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია პოლიციის სამმართველოს წინ გამართეს

გარდაცვილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია პოლიციის სამმართველოს წინ გამართეს

Published on

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პნევმონიის დიაგნოზით გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია ამჯერად ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წინ გამართეს. შეკრებილებს პოლიციის შენობის წინ გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა პარალიზებული იყო.

თუმცა მალევე, ადგილზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ, რომლებმაც გზის გახსნა სცადეს, თუმცა მათ მოთხოვნებს გარდაცვლილი ცირგაიას დედა არ დაემორჩილა და გზის სავალ ნაწილზე გაწვა.

სამართალდამცავებმა აქციაზე გარდაცვლილის დედა – ირინა წურწუმია, გარდაცვლილის და, დეიდა და მეზობელი დააკავეს. ისინი სამართალდამცავებმა პოლიციის სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, ოთხივე დაკავებული გაათავისუფლეს. პოლიციის სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ, გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამართალდამცავები მას კარგად მოექცნენ და საუბარიც მშვიდ გარემოში წარიმართა.

19 წლის გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში დღეს დილითაც გამართეს. ოჯახის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცირგაიას გარდაცვალების შემდეგ 5 თვე გავიდა, ამ დრომდე არ მიუღიათ ექსპერტიზის დასკვნა. გარდაცვლილის ოჯახი ასევე, მათი შვილის მკურნალი ექიმის მაია ჯალაღონიას სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის, ჩხოროწყუელი შოთიკო ცირგაია გასული წლის ნოემბრის თვეში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პნევმონიის დიაგოზით მოათავსეს. ის მაშინ გარდაიცვალა, როცა ოჯახის სურვილით ზუგდიდიდან თბილისში გადაჰყავდათ.

სიახლეები

გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს; წაართვა მობილური და გაიტაცა კამერა – ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა...

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა-სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...

ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...