ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა თანამდებობიდან გადააყენეს, იგი ამას თავის განსხვავებული შეხედულებებით ხსნის.

0
373

 

”ჩემს გათავისუფლებას ვუკავშირებ იმას, რომ რიგ საკითხებზე მაქვს განსხვავებული შეხედულებები. ყოველთვის მქონდა ჩემი ხედვა. ეს ეტყობა გარკვეულ ჩინოვნიკებს არ მოსწონდა, რის გამოც ზეწოლა მოახდინეს საკრებულოს დეპუტატებზე და თანამდებობიდან გადამაყენეს”, – აცხადებს ა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა, რომელიც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თანამდებობიდან გადააყენეს.
 
თოდუას  გათავისუფლებას მხარი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 8 დეპუტატმა დაუჭირა, 2-კი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია  ფრაქციას „ზუგდიდი“ . კენჭისყრა ფარული სწესით ჩატარდა. 
კენჭისყრას წინ უძღოდა ხმაურიანი შეკამათება  პარტია ,,ევროპული საქართველოს'' წევრს  ბათლომე შელიასა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის –  ოპოზიციონერმა  დეპუტატმა თავმჯდომარისგან მოითხოვა დღის წესრიგში გიორგი თოდუას გადაყენების საკითხის დაყენების უფრო მკაფიო არგუმენტირება.მისი თქმით,  რომ ეს ფაქტი არის მორიგი პოლიტიკური დევნა და ,, ყველაფრის ერთპარტიულ ჭრილში მოქცევისა და ერთი ადამიანისდამი დაქვემდებარების მცდელობა'' 
 
ნატალია შეროზიას არ უარუყვია, რომ   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების გადაწყვეტილება  უკავშირდება ამ ადამიანსადა გუნდს შორის არსებულ უთანხმოებასა და აზრთა სხვადასხვაობას ქალაქის განვითარების საკითხებში და მის პოზიციას  სხვა საფუძველი, კერძოდ, პირადი პრობლემები არ უდევს. 
 
თავის მხრივ გიორგი თოდუა რამდენიმე ადამიანის ახირებას მიაწერს   ამ გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა არ აკონკრეტებს სახელდობრ ვინ არიან ეს ადამიანები.  
 
გუშინ, 25 აპრილს ტელერადიოკომპანიია ,,ოდიშისათვის'' ცნობილი გახდა, რომ საკრებულოში შესული იყო საკრებულოს თავმჯდომარის ნატალია შეროზიასა და საკრებულოს დეპუტატების -კახაბერ ფარცვანიას, თაზო ფაცაციას, ვახტანგ გოგილავასა და კარლო ღადუას   მიერ ხელმოწერილი განცხადება  რიგგარეშე სხდომისა დანიშვნისა და  გიორგი თოდუას გადაყენების საკითხის განხილვის მოთხოვნით.  
 
გიორგი თოდუა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს  „რესპუბლიკური პარტიიდან.  იგი  წლების მანძილზე იყო ამ პარტიის წევრი და ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თუმცა  2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ  დატოვა.  

წინა სტატია,,წაბლისხე ხო მიაქ, დათვებს გუუფრთხილდით, ისინიც არ გეიყვანოს ზოოპარკიდან” – მწარედ ხუმრობენ გურულები
შემდეგი სტატიაფხენიანის მუქარა და სამხედრო მანევრები სამხრეთ კორეაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური