მთავარისიახლეებიკონფლიქტებივანდალიზმი ბიჭვინთა - მიუსერის ნაკრძალში

ვანდალიზმი ბიჭვინთა – მიუსერის ნაკრძალში

Published on

,,ნაკრძალის  ტერიტორიებზე არათუ ნადირობა და ტყის გაჩეხვა, კენკრის შეგროვებაც კი დაუშვებელია, ხოლო რაიმე სახის მშენებლობა საერთოდ უპატიებელი დანაშაულია- აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა რომან  დბარმა   დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გასვლით თათბირზე  ბიჭვინთა – მიუსერის ნაკრძალში  უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით.    
 
აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი მოყვა ნაკრძალის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის  წარმოებას, რასაც შეეწირა  კოლხური ბზის ნარგაობა. საზოგადოების შფოთის ჩასაწყნარებლად დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ ამ დღეებში  აღძრა სისხლის სამართლის ორი საქმე, ხოლო ხაჯიმბა ადგილზე ჩავიდა და კანონდამრღვევათა მიმართ მკაცრი ზომების მიღება დაანონსა. მან ტელეკამერების წინ დაავალა გენერალურ პროკურორს   ზურაბ აჩბას პირად კონტროლზე აიყვანოს  ნაკრძალში მიმდინარე ვანდალური აქტები. 
 
რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და მომავალშიც გამოირცხოს მსგავსი ქმედებები. ეს ყველაფერი მოხდა სათანადო ზედამხედველობის არარსებობისა და იმის გამო. რომ  მსგავსი  კანონადრღევევების წინააღმდეგ კონკრეტული ღონისძიებები დროულად არ განხორციელებულა.- აღნიშნა მან. 
 
პრეზიდენტმა კითხვა დაუსვა ერთ-ერთი მშენებარე ობიექტის მეპატრონეს რადიკ ხუტაბას, თუ ვინ  გასცა ნაკრძალში მშენებლობის დაწყების ნებართვა. ხუტრაბამ ტავის მართლება იმით სცადა, რომ საბშჭოთა პერიოდში ეს ტერიტორია არ შედიოდა ნაკრაძალის ზონაში , თუმცა აღიარა, რომ არანაირი ნებართვისთვის არავისთვის მიუმართავს და შესაბამისად არც მიუღია. 
 
ხაჯიმბამ მშენებლობის დაუყოვნებლივ აღება ბრძანა. იმავე დღეს იმან მოინახულა ის ადგილები, სადაც ბზის ნარგაობა იქნა გაჩეხილი. ,,ეს არის დანაშაული აფხაზი ხალხისა და აფხაზეთის ბუნების მიმართ და ამის ჩამდენი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. – განაცხადა მან. 
 
 
 

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...