მთავარისიახლეებისაზოგადოება,,წაბლისხე ხო მიაქ, დათვებს გუუფრთხილდით, ისინიც არ გეიყვანოს ზოოპარკიდან'' - მწარედ ...

,,წაბლისხე ხო მიაქ, დათვებს გუუფრთხილდით, ისინიც არ გეიყვანოს ზოოპარკიდან” – მწარედ ხუმრობენ გურულები

Published on

გუშინ, გვიან ღამით დაიწყო კიდევ ერთი ხის, ამჯერად წაბლის ტრანსპორტირება  ნატანებიდან შეკვეთილში, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად. ხის ტრანსპორტირებას კომპანია “ზიმოსთან” ერთად თურქული კომპანიაც აწარმოებს.
დანიშნულების ადგილამდე ხის მისატანად ამჯერადაც საჭირო გახდა დენის გათიშვა და ელექტროსადენების ჩახსნა რკინიგზის ურეკი-ნატანების მონაკვეთზე, რის გამოც ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა უშუქოდ დარჩა.
თვითმხილველთა ცნობით, საპატრულო პოლიციამ ოზურგეთი – ურეკის მონაკვეთზე  ჩაკეტა ცენტრალური მაგისტრალი და შემოვლითი გზა, რომლითაც გააქვთ ხე, თუმცა   თავად პოლიციაში აცხადებენ, რომ გზა სარემონტო სამუშაოების გამო იყო ჩაკეტილი.
 
,,გურიის მოამბის''ცნობით, ივანიშვილმა ეს 115 წლის წაბლის ხე ნატანებელი ქ. კახურაშვილისგან შეიძინა 5 ათას დოლარად .  ხის უკვე ყოფილი მეპატრონე იმ პედაგოგის მეზობლად ცხოვრობს, რომლისგან შეძენილი 2 საუკუნოვანი წიფელი გადატანის დროს შუაზე გადატყდა.
როგორც  ადგილობრივები აცხადებენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხეა, რაც ბიძინა ივანიშვილს ნატანებიდან მის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად შეუძენია:
‘პირადად ნახა ეს ხე. ძალიან მოწონა. მართლა ულამაზესია. რამდენიმე წლის წინ, ხე ოჯახის უფროსმა გადამორა, მერე რამდენიმე ახალი ნერგიც ამოიყარა და ისე ლამაზ არის ეს ახალი ნერგები, საოცარი სანახავია. როცა ივანიშვილს უნახავს ეს ხე, როგორც მაშინ ამბობდნენ, უთქვამს ასაკის გამოც ვიყიდდი, მაგრამ ამის სილამაზით უფრო მოვიხიბლეო. 5 ათასი დოლარი გადაიხადაო, ჩვენ ასე ვიცით. იქნებ ოჯახს მეტიც კი მისცა, რა ვიცით”- ამბობენ ქვემო ნატანებლები ,,გურია ნიუსის'' ჟურნალისტთან საუბარში. 

 
,,წაბლისხე ხო მიაქ, აწი დათვებს გუუფრთხილდით, ისინიც არ გაიყვანოს ზოოპარკიდან – მწარედ ხუმრობენ გურულები.

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...