მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ ენგურის ხიდთან დაკავებული დარეჯან როგავა 250 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა

სასამართლომ ენგურის ხიდთან დაკავებული დარეჯან როგავა 250 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა

Published on

ზუგდიდის სასამართლომ ენგურის ხიდთან დაკავებული დარეჯან როგავა 250 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ  გაათავისუფლა.
 
ზუგდიდის სასამართლომ როგავას საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განიხილა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 
 
სამართალდამცველებმა ელგუჯა როგავას და, დარეჯან როგავა ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციაზე  დააკავა. აქციის მონაწილეებმა გზის ჩაკეტვა სცადეს,  თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც სამართალდამცველებსა და როგავების ოჯახს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
 
შეგახსენებთ, რომ 25 წლის პაატა როგავა და 59 წლის არჩილ როგავა სოფელ რიყედან 20 დღის წინ გაიტაცეს. როგავების ოჯახი აცხადებს, რომ ხელისუფლება არანაირ ზომებს არ იღებს დაკავებულების გასათავისუფლებლად და ისინი იძულებულები არიან პროტესტის ამ ფორმას მიმართონ.
 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....