მთავარისიახლეებისამართალი,,ირაკლი ჩხვირკია ვერ შეძლებდა არეულობების ორგანიზებას, რადგან იგი ბათუმში...

,,ირაკლი ჩხვირკია ვერ შეძლებდა არეულობების ორგანიზებას, რადგან იგი ბათუმში ჩავიდა, მაშინ როდესაც აქცია დარბეული იყო” – აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში

Published on

 

ირაკლი ჩხვირკიას დაკავება და მისთვის ბრალის წაყენება ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ აღიქმება როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული შეუნელებელი კამპანიის ნაწილი.  "ქართული ოცნება" ცდილობს თავისი უსუსურობა და უუნარობა "ნაციონალურ მოძრაობას" გადააბრალოს და თავიდან აირიდოს პასუხიმგებლობა, რომელიც ეკისრება ჯერ ბათუმელი მძღოლების მიმართ უკანონო ქმედებებისათვის, რასაც მათი მძლავრი საპროტესტო გამოსვლა მოყვა, ხოლო შემდეგ, საპროტესტო აქციის განვითარების კვალდაკვალ დაწყებული არეულობების ინსპირირებისა და უმოქმედობის გამო – ასეთია შეფასებები, რომელსაც აკეთებენ როგორც სოციალური ქსელების მომხმარებლები, ისე ოპოზიციური პარტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. 
 
ბევრ მათგანს ხელისუფლების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ წარმოებული ბრძოლის შენიღბვის მცდელობად მიაჩნია ირაკლი ჩხვირკიასთა ერთად მერაბ ღოღობერიძის, როგორც არეულობების მოწყობაში მისი თანამზრახველის სახით. 
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის  გია აბულაძის განცხადებით, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები არიან და გამორიცხულია ერთობლივად მოეხდინათ ამ ვანდალური აქტის ორგანიზება.  
 
,,მერაბ ღოღობერიძეს "ნაციონალური მოძრაობა" არასდროს მოსწონდა. ის პარტიას გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებდა, კვერცხებს ესროდა პარტიის წევრებს. აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ჩხვირკია და ღოღობერიძე გაერთიანებულიყვნენ და დაეგეგმათ ვანდალური აქტი. '' – ამბობს იგი.
 
გია აბულაძის თქმით,  ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ეჭვებს ბადებს, 
ირაკლი ჩხვირკია ამ ვანდალური აქტის ორგანიზებას ვერ შეძლებდა, რადგან იგი  ბათუმში დაახლოებით დილის 4 საათზე ჩავიდა, მაშინ როდესაც აქცია დარბეული იყო. 
გამოძიების  მოქმედებები სავსებით საფუძვლიან კითხვებსა  და ეჭვებს აჩენს  – მოწმეების ჩვენებები , მათ შორის " ქართული ოცნების" დეპუტატების ჩვენებები  იდენტურია, სიტყვა- სიტყვით გავს ერთმანეთს, გრამატიკული შეცდომებითაც კი.
,,რატომ არ მოხდა აჭარის უმაღლესი საბჭოს სათვალთვალო კამერებიდან ვიდეო მასალების ამოღება, სადაც დაფიქსირებულია, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები იმყოფებოდნენ და ჯგუფურად ერთად ლაგდებოდა ჩვენებები. არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლებამ მერაბ ღოღობერიძე გამოიყენა. ვიმედოვნებ, რომ ღოღობერიძე სიმართლეს იტყვის – აცხადებს აბულაძე. – რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიასადმი ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულებას, მან  პარტიული დისციპლინა დაარღვია, რის გამოც პარტიიდან გაირიცხა ჩვენ,  ჩხვირკიას უფლებებს დავიცავთ ისევე, როგორც როგორც ყველა მოქალაქისას, რომელთა მიმართ კანონი ირღვევა.''
 
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ჩხვირკიას უფლებებს ადვოკატი გიორგი ონიანი დაიცავს. 
 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...