მთავარისიახლეებისაზოგადოებაცნობილი ონკოლოგი რეზო გაგუა საკუთარ კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს

ცნობილი ონკოლოგი რეზო გაგუა საკუთარ კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს

Published on

საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული პრემიების ლაურეატი, პროფესორირეზო გაგუა დღეს საკუთარ კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს.
 
კლინიკის თანამშრომლის განცხადებით წარსულში გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებლი, თუმცა არაფერი აწუხებდა.
,,გუშინაც მშვენივრად გამოიყურებოდა” – ამბობენ კლინიკაში.
 
რეზო გაგუა  ქ.ფოთში დაიბადა. იგი 4 გამოგონების, 11 რაციონალიზატორული წინადადების და 2 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი და თანაავტორია .,გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, 3 მონოგრაფია. მის მიერ პირველად საქართველოში განხორციელდა ფილტვის სიმსივნის დროს პერიფერიული ბრონქების კათეტერიზაცია ფიბრობრონქოსკოპის საშუალებით. მის მიერ ონკოლოგიის დარგში შეტანილი წვლილი აღინიშნა არაერთი სახელმწიფო თუ საერთაშორისო ჯილდოთი. 
 
 იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998), ღირსების ორდენის კავალერი (2002), დიდი ბრიტანეთის სოკრატეს საერთაშორისო პრიზის ნომინანტი, აშშ ბიოგრაფიული ინსტიტუტის მშვიდობის მსოფლიო მედლის მფლობელი 
 
2006 წელს  აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო ექიმად 
მისი დაუღალავი შრომისა და უბადლო პროფესიონალიზმის დაფასების დასტურია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვება (2010).

სიახლეები

“ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?!” ანუ “ვისი სული სურს” მდგრად მინისტრს?

ლაშა ბერულავა, ოდიშინიუსი არ მოგიწერიათ, რამდენი ხანიაო, სოციალურ ქსელებში აქტიური ეკონომიკის მინისტრი მისით დაინტერესებულ...

ჰონგკონგში, კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა,...

შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ნიკა მელია

შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი...