მთავარისიახლეებიპოლიტიკა„საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღება მოხდა დაჩქარებულ რეჟიმში“- „საუნჯე“ გარევაჭრობის შესახებ

„საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღება მოხდა დაჩქარებულ რეჟიმში“- „საუნჯე“ გარევაჭრობის შესახებ

Published on

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება "ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" 24 აპრილიდან ამოქმედდა. ჩვენი შეფასებით საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღება მოხდა დაჩქარებულ რეჟიმში, რის შედეგადაც საბოლოო ვარიანტის განხილვა არ მომხდარა პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გარე მოვაჭრეებთან. აღნიშნულ წესთან დაკავშრებით ჩვენი ორაგანიზაციის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო დადგენილების ამოქმედების ვადად განსაზღვრული  ყოფილიყო გამოქვეყნებიდან სამით თვ, რადგან ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე ვაჭრობის ობიექტებისა და ამ საქმიანობით დაკავებულ პირებს მისცემოდათ გარკვეული დრო იმისათვის, რომ აღნიშნულ  პერიოდში უზრუნველეყოთ მათ მიერ ორგანიზებული გარე ვაჭრობის ამ წესთან შესაბამისობა. ასევე, დადგენილებით განისაზღვრა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ის ადგილები, სადაც აკრძალულია გარე ვაჭრობა ყველა საქონელზე, გარდა წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, ყვავილებისა და სუვენირების. თუმცა აღნიშნულ ტერიტორიებზე ხორციელდება დადგენილებით აკრძალული საქონლის რეალიზება. შესაბამისად, გარე მოვაჭრეებს გააჩნიათ გარკვეული სასაქონლო მარაგები. ჩვენი შეფასებით დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება ვერ უზრუნველყოფს გარე მოვაჭრეების ინტერესების გათვალისწინებას დადგენილების მიზნების პროპორციულად. არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯე" მოუწოდებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილოს "ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს დადგენილების ცვლილება და ამოქმედების ვადად განისაზღვროს მისი გამოქვეყნებიდან სამი თვე.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...