მთავარისიახლეებიპოლიტიკაქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხს უყრიან...

ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხს უყრიან კენჭს, თავად გიორგი თოდუა კი ამ საკითხს პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს

Published on

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 26 აპრილს  გაიმართება, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი თოდუას გადაყენების საკითხს უყრიან კენჭს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს  საკრებულოს პრესსამსახურმა გაავრცელა.„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების 2017 წლის 25 აპრილის წერილის საფუძველზე, 26 აპრილს მოწვეულია რიგგარეშე სხდომა, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.გიორგი თოდუა მისი გადაყენების საკითხს პოლიტიკურ სარჩულს უკავშირებს. გიორგი თოდუას თქმით, მას ყოველთვის ქონდა ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება და არ გამორიცხავს, რომ მისი გადაყენების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყოს. გიორგი თოდუა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს.ის იყო  „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მან პარტია 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდგე დატოვა. ის არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიიდან ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. 
 
 
 
 

სიახლეები

ჰონგკონგში, კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა,...

შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ნიკა მელია

შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი...

ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ...