მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ სოხუმში ზუგდიდელ პაატა და არჩილ როგავებს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებულ სოხუმში ზუგდიდელ პაატა და არჩილ როგავებს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Published on

სოხუმის საქალაქო სასამართლომ  საქართველოს მოქალაქეების პაატა და არჩილ როგავებს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მამა- შვილი ამჟამად ე.წ. აფხაზეთის სუს-ის საგამოძიებო იზოლატორში ყავთ დაკავებული.
 
,,მიმდინარე წლის 5 აპრილს აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისა  და რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ფედერალური სამასახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა გალში, სოფელ აბააქიტის მიდამოებში საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მცხოვრები მამა-შვილი პაატა და არჩილ როგავები. დაკავებისას პაატა როგავამ წინააღმდეგობა გაუწია მესაზღვრეებს და ერთერთ მათგანს ბლაგვი საგნით ( ქვით) დარტყმა მიაყენა სახის არეში’’ – 
 აფხაზეთის სუს-ის საგამოძიებო განყოფილების მიერ როგავების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის მეორე ნაწილის 324 – ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო საზღვრის უკანონო  გადაკვეთას ოირთა ჯგუფის მიერ წინასწარი ურთიერთშეთანხმებით, ამასთან პაატა როგავას ბრალი წარდგენილი აქვს კიდევ ერთი მუხლით, რომელიც გულისხმობს ძალის გამოყენებას ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ'' – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 
 
შეგახსენებთ,  5 აპრილს მომხდარის ქართულ ვერსიას: რუსმა ოკუპანტებმა  ენგურის  ნაპირებიდან გაიტაცეს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრები მამა-შვილი როგავები , რომლებიც   დაკარგულ ცხენს ეძებდნენ და და მდინარის გაღმა  ნაპირს მიუახლოვდნენ, თუმცა ადმინისტრაციული საზღვარი არ დაურღვევიათ. გატაცებულები, ოჯახის წევრების  ინფორმაციით, იარაღის მუქარით ამოიყვანეს წყლიდან და დაატყვევეს
 

სიახლეები

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...