მთავარისიახლეებისამართალიმერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმე - როგორ შეიძლება ადამიანმა არჩადენილი დანაშაული...

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმე – როგორ შეიძლება ადამიანმა არჩადენილი დანაშაული აღიაროს?

Published on

მერაბ ღოღობერიძე, რომელიც 11- 12 მარტის ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული, კვლავ შიმშილობს. შიმშილობა მან მას შემდეგ გამოაცხადა, რაც   ოფიციალურად წარედგინა ბრალი არეულობების ორგანიზებაში.
 
დაკავებულის  ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, რომ მერაბ ღოღობერიძე წარდგენილ ბრალს უარყოფს და დაცვის მხარე მზად არის იბრძოლოს ჯერ მისი გათავისუფლებისთვის გირაოთი და შემდგომ ეტაპზე მისი უდანაშაულობის დამტკიცებისათვის. 
 
„მერაბ ღოღობერიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მტკიცებულებები ჯერ არ ჩაგვბარებია, რომელიც 14 ტომს შეიცავს. აქედანვე მიმაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ვერ გადალახავს ეს საქმე. მერაბ ღოღობერიძე მის ოჯახს გამართლებული დაუბრუნდება. პირველი წარდგენის ეტაპზე შევეცდებით გირაოთი გავათავისუფლოთ. თვითონ ბრალს არ აღიარებს და როგორ შეიძლება ადამიანმა არჩადენილი დანაშაული აღიაროს?!  იგი ამ დროისთვის შიმშილობს. დაცვის ქვეშ მყოფმა არჩია, რომ მე უნდა დავიცვა მისი უფლებები", – აღნიშნა პაატა შავაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდება აქვს წარდგენილი   ირაკლი ჩხვირკიას,   რომლის დაკავებას საზოგადოების დიდი ნაწილი  პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ , რომ ირაკლი ჩხვირკიას დაკავებით და მისთვის სისხლის სამართლის ბრალის წარდგენით ხელისუფლებას სურს ბათუმის 11-12 მარტის მოვლენები დაუკავშიროს.„ნაციონალურ მოძრაობას, რომლის წევრიც ის იყო. ,,ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პირველივე დღიდან ცდილობდნენ ამ მოვლენების პოლიტიზებას და მათ გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ. ენმ ყველანაირად მხარს დაუჭერს ირაკლი ჩხვირკიას",-აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.    
 
შსს-ს ცნობით, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დაკავებულნი არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას გულისხმობს.
 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....