მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალის შეხვედრის კონკრეტული შედეგი: დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას მეუღლეს აფხაზეთში...

გალის შეხვედრის კონკრეტული შედეგი: დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას მეუღლეს აფხაზეთში გადასვლისა და მასთან შეხედრის შესაძლებლობა მიეცემა

Published on

ცოტა ხნის წინ დასრულდა გალის მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.
დღევანდელ შეხვედაზე იმსჯელეს ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზი და რუსი მესაზღვრეების მიერ რამდენიმე კვირის წინ დაკავებული მამა-შვილი როგავების გათავისუფლებისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებისა და გადმოცემისსაკითხებზე საკითხებზე.
 
რაშიდ  კანჯი-ოღლის დაკავების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე ახალი არაფერი თქმულა, რაც შეეხება  როგავების დაკავებას, ეს  თითქმის ერთი თვეა მსჯელობის საგანია, მაგრამ   კონკრეტული შედეგი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ დამდგარა, უფრო მეტიც 24 აპრილს სოხუმის სასამართლომ მათ ორთვიანი პატიმრობა განუსაზღვრა და ერთერთი მათგანისთვის სასჯელის დამძიმებაც არის მოსალოდნელი, რადგან დე ფაქტო ძალოვანი უწყებები პაატა როგავას ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გარდა, რუსი სამხედროსთვის წინააღმდეგობის გაწევას და მით მიმართ ძალის გამოყენებასაც ედავებიან. 
როგავების ოჯახი ინფორმაციით უკმაყოფილო დარჩა. დაკავებულთა ახლობლები ხვალიდან ენგურის ხიდთან პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.
 

 სუს-ის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო  დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას თემასაც და  მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ლუკავას მეუღლეს მიეცეს შესაძლებლობა  აფხაზეთში გადავიდეს და პატიმარი მოინახულოს. 
 
მორიგი შეხვედრა გალში 31 მაისს გაიმართება. 

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...