მთავარისიახლეებისაზოგადოებაშამგონის გამგებელი: "მოსახლეობას ეს ყველაფერი ეჩვენება"

შამგონის გამგებელი: “მოსახლეობას ეს ყველაფერი ეჩვენება” [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შამგონის ტერიტორიულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას ლოცვის გაძლიერებისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან სოფელ შამგონაში ბოლო დღეებში მიმდინარე უჩვეულო ფაქტთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა. დემნა ხუბუას განცხადებით, სოფელში არანაირი იდუმალი არსება არ არსებობს და მოსახლეობას ეს "ყველაფერი ეჩვენება".
"ამ ფაქტს არავინ არ ადასტურებს და ჩემი აზრით ეჩვენებათ ეს ყველაფერი. საუბარი მქონდა მოსახლეობასთან და ვერავინ ვერ ადასტურებს ამ ფაქტს. მსგავსი ფაქტი მე პირადად არ მინახია. რამე რომ ხდებოდეს, ხომ უნდა იყოს ფაქტი?! ასეთი ფაქტი არ არსებობს. მე ვიყავი იმ ოჯახში, მქონდა საუბარი, თუმცა ბოლომდე ვერ ადასტურებენ ამას. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ახლა გამოსავალი სიმშვიდე და ლოცვაა. უნდა გავაძლიეროთ ლოცვა. ეს არის პანიკა, ვიღაცამ ააგორა ეს ყველაფერი" – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შამგონის ტერიტორიულ ერთეულში დემნა ხუბუა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ შამგონის მოსახლეობა სოფელში იდუმალი არსების არსებობაზე საუბრობს, რომელიც ღამღამობით ადგილობრივების სახლებში დადის, აკაკუნებს კარებზე, ფანჯრებზე, გამოსცემს არაადამიანურ ხმებს, რაც  შიშს იწვევს ადგილობრივ მოსახლეობაში. შამგონის მოსახლეობა ამბობს, რომ მიუხედავად ადგილობრივების მცდელობისა, მისი შეპყრობა ვერავინ შეძლო. ერთ-ერთი შამგონელის თქმით, მან პირადად ნახა ამოუცნობი არსება, რომელსაც სახე სანახევროდ ჰქონდა დაფარული. მისივე განცხადებით, მას ახალგაზრდა მამაკაცის აღნაგობა ჰქონდა.
 

სიახლეები

ირაკლი ფაცაციამ ზუგდიდის კრიმპოლის უფროსის თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ თანამდებობა დატოვა. როგორც ირკვევა, კრიმპოლის უფროსმა სამსახურიდან...

მინისტრის მოადგილე თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის დასრულების სავარაუდო დროს ასახელებს

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური...

პარლამენტის საგაზაფხულო სესია აქციის ფონზე გაიმართება

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, 3 თებერვალს გაიხსნება. პირველივე სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის...

ეუთოს სპეციალური მისია საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება

ეუთოს სპეციალური მისია საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება - "ქართულმა ოცნებამ" მალე უნდა განაცხადოს ითანამშრომლებს, თუ...