რუსეთი საქართველოთვის ოდესღაც ზარბაზნების გამოყენებით იბრძოდა, ახლა– ფულისა და პოლიტიკური სვლების მეშვეობით

0
403

,,თავს ნუ მოიტყუებენ: საქართველო რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი პოტენციური სტრატეგიული პარტნიორი და უმნიშვნელოვანესი სამიზნეა'' – განაცხადა პორტალ «Кавказская политика»-ს მთავარმა რედაქტორმა, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა მაქსიმ შევჩენკოს აფხაზების მისამართით აფხაზეთის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის მსვლელობისას.
 
,,აფხაზეთს ვერ განვიხილავთ კავკასიის იმ დიდი რეგიონისგან განცალკევებით, რომელიც, ვთქვათ, სამხრეთით არაქსით იწყება და ჩრდილოეთით დონისპირა მიწებით მთავრდება. რუსეთი დღეს სტრატეგიული კავკასიური პოლიტიკის ჩამოყალიბებას ცდილობს. ამ მოდელში აფხაზები ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ მათზე პასუხს ვაგებთ, მაგრამ აფხაზეთი ამ დიდი სისტემის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია. ჩემი აზრით, რუსეთმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ კავკასია მთლიანად შედის მისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროში და თუ გავითვალისწინებთ  კავკასიაში უცხოეთის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ წარმოდგენილობას (მაგალითად, ნატოსას, ან იგივე თურქეთისას — თუმცა კი ეს უკანასკნელი ჩვენთვის მტრული სახელმწიფო არ არის), რუსეთი რისკავს, კავკასია დაკარგოს.
 
აფხაზეთის მიმართ გარკვეული უდავო პრეფერენციების სანაცვლოდ რუსეთს, ჩემი აზრით, საერთოკავკასიურ სტრატეგიულ დიალოგში, სტრატეგიულ დარეგულირებაში აფხაზეთის გონივრული მონაწილეობის იმედი აქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოსთან ომი გვქონდა, თავს ნუ მოიტყუებთ: საქართველო რუსეთისთვის პოტენციურად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და უმნიშვნელოვანესი მიზანი. კავკასიაში რუსეთი სწორედ საქართველოს კვალდაკვალ მოვიდა. სწორედ ქართველმა თავადებმა მოიყვანეს კავკასიაში რუსეთის იმპერია. ისინი არც შერვაშიძეები იყვნენ და არც ჩაჩბები — ამ დინასტიების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად.
 
და მიუხედავად ყველა შეცდომისა, რომელიც რუსეთმა დაუშვა იმპერიის პერიოდშიც და შემდგომშიც, და რამდენიც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ რუსეთის საყრდენი კავკასიაში სომხეთია ან ოსეთი, რუსეთის იმპერიული პოლიტიკის საყრდენი კავკასიაში ყოველთვის მართლმადიდებელი საქართველო იყო. დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიული, სტრატეგიული გზის მიღმა არაფერი იქნება» – განაცხადა შევჩენკომ 
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ყოველთვის მიდიოდა ბრძოლა რუსეთსა და თურქეთს შორის, გარკვეულ პერიოდებში მასში ირანიც მონაწილეობდა ოდესღაც ეს ბრძოლა ზარბაზნების გამოყენებით წარმოებდა, ახლა — ფულისა და პოლიტიკური სვლების. ასე, რომ, ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო, ერთგვარ თურქულ ფილიალად იქცეს და ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტი საქართველოში თურქებს ეკუთვნოდეთ — თურქების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად. ეს უბრალოდ არ შედის რუსეთის პოლიტიკური ინტერესების სფეროში'' – დასძინა შევჩენკომ.
წინა სტატია,,პირველი რადიო”: ბიძინა ივანიშვილმა “ურეკი რეზიდენსის” 100 %-იანი წილი ბერა ივანიშვილს მიჰყიდა
შემდეგი სტატიაა.შ.შ. -სა და საქართველოს თანამშრომლობის 25 წელი- ამერიკის დღეები ზუგდიდში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური