მთავარისიახლეებისაზოგადოებაგათიშული ელ.ენერგია, წაქცეული ხეები და დამტვრეული ელექტრობოძები-ძლიერმა ქარმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა

გათიშული ელ.ენერგია, წაქცეული ხეები და დამტვრეული ელექტრობოძები-ძლიერმა ქარმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შემდეგ ძლიერმა ქარმა პრობლემები ამჯერად ქალაქ ზუგდიდს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შეუქმნა. სოფელ ინგირში, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რის შედეგად რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო ცენტრალური გზა. წაქცეულმა ხეებმა ასევე დააზიანეს ელექტროგადამცემი ხაზები.
 
 
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ასევე ქალაქის ტეროტორიაზე. ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიაზე რამდენიმე ხე ერთდოულად წაიქცა, რის გამოც ელექტროსადენები გაწყდა. ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე წაქცეული ხეების ქვეშ მოექცა ელექტროენერგიის ტრანსფორმატორიც, შედეგად აღნიშნულ ტეროტორიაზე კონპაქტურად ჩასახლებული დევნილები ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ.
 
რამდენიმე წუთის განმავლობაში საგზაო მიმოსვლა პარალიზებული იყო ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულა ხემ მიმოსვლა შეაფერხა, თუმცა ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით შეძლეს პრობლემასთან გამკლავება. ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობა აღდგენილია.
 
 
ძლიერმა ქარმა სახლის სახურავი გადახადა ტოლსტოის ქუჩაზე მცხოვრები ბიგვავების ოჯახში. სახლში მარტოდ მცხოვრები ქალბატონის განცხადებით, მოულოდნელად მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა სახურავი დააზიანა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დამოუკიდებლად მის შეკეთებას ვერ შეძლებს. დაზარალებული დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ელოდება.
 
ამ დროისთვის ქალაქ ზუგდიდში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. ენერგო პროს ჯორჯიას ინფორმაციის, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები დაზიანებულ ადგილებში მუშაობენ. რაც შეეხება ამინდის პროგნოზს – ამ დროისთვის ზუგდიდში ქარი ჩადგა, სინოპტიკოსები კი ხვალ ქალაქში წვიმას პროგნოზირებენ. 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...