მთავარისიახლეებისაზოგადოებაწმინდანთა გამოსახულებები ამჯერად ტყვარჩელში გამოჩნდა - ღვთისმიერი მოვლენა თუ ქართველებთან ჯიბრი...

წმინდანთა გამოსახულებები ამჯერად ტყვარჩელში გამოჩნდა – ღვთისმიერი მოვლენა თუ ქართველებთან ჯიბრი ?

Published on

სოფელ პირველ გალში, ქეცბაიების  სახლის სარკმლის მინაზე ღვთისმშობლის გამოსახულების გამოჩენა- გაქრობიდან სამი დღის შემდეგ, სახელდობრ,  21 აპრილის   ღამით  მსგავსი რამ ტყვარჩელშიც განმეორდა, ამჯერად  მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთერთი ბინის ფანჯრის მინაზე გამოჩნდა რამდენიმე გამოსახულება, რომელიც მნახველებმა მარიამ ღვთისმშობლისა და  წმინდა მატრონას ხატებს და უცხო პეიზაჟს, სავარაუდოდ, გეთსიმანიის ბაღს მიამსგავსეს.
 
,,მორწმუნეებს თაყვანისცემის ახალი ობიექტი გაუჩნდათ და მლოცველების ტალღა ახლა ტყვარჩელს მიაწყდა'' – წერს აფხაზური მედია.
 
ათეისტებისა და სკეპტიკოსებისთვის ეს ამოუხსნელი მოვლენა  ამჯერად აფხაზური ოჯახის ბინაში მოხდა, ოჯახის დედა  ელეონორა ქვაჩახია ყვება, რომ გამოსახულებების გაჩენამდე სამი დღით ადრე სახლში აფხაზი მომლოცველების მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სანთლები აანთო და, როგორც მღვდელმა ურჩია, ყველა ოთახში შემოატარა.  გამოსახულება ჯერ მის ბავშვებს სეუნიშნავთ, ამასთან თავდაპირველად   წმინდა მატრონას ხატი გამოჩენილა.    
 
,,მე ამ დროს სახლს ვალაგებდი, ბავშვები კი დასაძინებლად ემზადებოდნენ. ოთახში მათ დაძახილზე  შესულს  ბავშვებმა დამანახეს მატრონას გამოსახულება, რომლის არდანახვა შეუძლებელი იყო.  რაც შეეხება მარიამის ხატს და პეიზაჟს ეს უკვე გამთენიისას გამოისახა.'' 
 
იგი ამბობს, რომ ამ სასწაულის სახილველად ბინაში იმავე ღამეს, ერთ წუთში შეიკრიბა მთელი სამეზობლო, ამბავი სწრაფად გავრცელდა და  დილიდანვე დაიწყო მლოცველთა მოდინება მეზობელი რაიონებიდანაც. 
ღამით გამოსახულებები მხოლოდ ბინის შიგნიდან ჩანდა, დღისით მათი დანახვა ქუჩიდანაც გახდა შესაძლებელი.
 
გალსა და ტყვარჩელში მომხდარი ახლა კიდევ უფრო დიდი ყურადღების ცენტრშია, გაჩნდა ჭორებიც, რომ ეს შესაძლოა ვიღაცის ბოროტი ხუმრობა და ფალსიფიკაცია იყოს, მაგრამ უმრავლესობას სჯერა, რომ ეს ზეციდან მომავალი სასწაულია.
ტყვარჩელში, წმინდანთა გამოსახულებების წინაშე სალოცავად მისული ქალი ეკატერინე ადლეიბა ამბობს:  ,,ღრმად მჯერა და სწამს, რომ ღმერთი უფრო ახლოს მოვიდა ჩვენთან, რომ გაგვაფრთხილოს ჩვენი ცოდვების გამო და და შეგვახსენოს თავისი არსებობა’’. 
 
,,მე 1970 წლიდან ვმუშაობ მინაზე, მაგრამ მსგავსი ნახატი  არასოდეს მინახავს – რა თქმა უნდა, მინაზე დროთა განმავლობაში რაღაც ლაქების ბუნებრივად  გაჩენა სავსებით ბუნებრივია, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ნივთიერების ნაღვენთი ან ქუჩის მტვერის, ჭვარტლის   ანაბეჭდი, მაგრამ აქ საქმე გვაქვს მკაფიო გამოსახულებასთან, რომელიც  ნებისმიერი რაკურსიდან და ნებისმიერი რწმენის ადამიანის თვალში ერთნაირი ჩანს და არ იცვლება. ეს არც ხელოვნურად მიხატულს ჰგავს, აშკარად ხელთუქმნელია ან ვის უნდა დაჭირვებოდა მსგავსი ხუმრობა? ''- ამბობს ტყვარჩელის მკვიდრი სერგეი აჯინჯალი.
 
სხვა აზრისა არიან ზოგიერთები გალში. ,,მას შემდეგ, რაც ღვთისმშობლის გამოსახულება ქეცბაიების სახლში გამოჩნდა, აფხაზეთში გაჩნდა ერთგვარ – რატომ ინება ღვთისმშობელმა  გამოცხადების ადგილად  ქართველების, და არა აფხაზების სახლი?  ტყვარჩელში წმიდანთა გამოსახულებების, თან სამისა გამოჩენა –   გალში გამოსახული ერთი ხატის საპირწონედ – სხვა არაფერია, თუ არა ჯიბრი ქართველებთან და ამ შფოთისა და ეჭვების  ჩაწყნარების   მცდელობა. ვისი ნახელავია ეს, ძნელი მისახვედრი არ არის. – ამბობს ,,ოდიში ნიუსის'' რესპონდენტი გალიდან სატელეფონო საუბარში. 
 
,,განა ტყვარჩელი და მთელი აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან ერთად ღვთისმშობლის წილხვედრი არ არის? გუშინ ტყვარჩელში ბევრი წავიდა გალიდან ამ სასწაულის სახილველად. დღეს მეც  მივდივარ მეზობლებთან ერთად. '' – გვითხრა მეორე რესპონდენტმა. 

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...