მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია

გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია

Published on

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი მიიღო. 
 
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი საქართველო – უკრაინის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებას, ეკონომიკური, სავაჭრო, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია.
 
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხები, დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები.
 
აღინიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საჭიროა, ორივე ქვეყანის კოორდინირებული მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე. 
 
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უკრაინა ევროპარლამენტის მხარდაჭერას მიიღებს და ქართველების მსგავსად, უკრაინელებსაც ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და პრეზიდენტის მრჩევლები. 
 

სიახლეები

TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო

გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...

საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე

გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...