მთავარისიახლეებიკონფლიქტებიასლან კობახია: ,,გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად მოგაკითხავთ პროკურატურის ან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის...

ასლან კობახია: ,,გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად მოგაკითხავთ პროკურატურის ან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი”

Published on

,,ასჯერ დაფიქრდით, სანამ გასცემდეთ  ცნობას იმის შესახებ, რომ ესა თუ ის ადამიანი ნამდვილად აქ ცხოვრობს, რადგან, თუ ეს ასე არ არის, აუცილებლად მოგაკითხავთ პროკურატურის ან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. – გააფრთხილა ასლან კობახიამ ქართველებით დასახლებული რაიონების ყველა სოფლის გამგებელი  და საპასპორტო მაგიდის თანამშრომელი გუშინ ოკუპირებული გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე.
 
თათბირი აფხაზეთის სამ აღმოსავლეთ რაიონში –  გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში აფხაზეთის მოქალაქის პასპორტისა და ბინადრობის უფლების მოწმობების გაცემის დაწყებას მიეძღვნა.
 
 დე – ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრმა ასლან კობახიამა თავის გამოსვლაში  განაცხადა, რომ, უმკაცრესად  დაისჯება ყველა, ვინც  ამ პროცესში ფულის გაკეთებას აფხაზების ეროვნული ინტერესის ხარჯზე შეეცდება   .
მან დამსწრეთ შეახსენა, რომ არ უნდა განმეორდეს ის, რაც ადრე   ხდებოდა –  კერძოდ აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს მოქალაეობის მქონე პირებისათვის დოკუმენტების გაყალბების ან  დაფარვის და , უარესი, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მოსყიდვისა და  მათ მიერ ანგარებით თვალის დახუჭვის  საფუძველზე . 
ამასთან მისი თქმით,  პასუხისგება  მოუწევთ იმ შემთხვევაშიც, თუკი დოკუმენტის ბლანკში ხალხს იმაზე მეტი საფასური  მოთხოვეს, ვიდრე ეს მინისტრთა კაბინეტის მიერ არის განსაზღვრული. 
 
კობახიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ  უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ მიიღებს  ახალ შიდააფხაზურ პასპორტს  –  მასზე გაიცემა მხოლოდ ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 
,,ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან და, თუ ძალიან უნდათ აფხაზური პასპორტის მიღება, მიიღებენ კიდეც მას, მაგრამ სხვა ფაქტორებთან ერთად ამის უცილობელი პირობაა   უარი თქვან   საქართველოს მოქალაქეობაზე და ამის შემდეგ შესაბამისი თხოვნით მიმართონ  აფხაზეთის პრეზიდენტს –  მხოლოდ პრეზიდენტია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდეს თუ არა  მოქალაქის მიმართვა აფხაზეთის  მოქალაქეობის თხოვნით – განაცხდა ასლან კობახიამ.
 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...