მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მოქალაქეები ტერაქტის შედეგად არ დაშავებულან- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მოქალაქეები ტერაქტის შედეგად არ დაშავებულან- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

Published on

საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, შენარჩუნდეს სტაბილურობა, მშვიდობა და ფრანგ ხალხს მიეცეს შესაძლეობა საკუთარი არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარიზში გუშინ მომხდარი ტერაქტის შეფასებისას განაცხადა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარის გამო ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა. „სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ აქტიურია ევროპის მასშტაბით. საფრანგეთი 2015 წლის შემდეგ არის საგანგებო სიტუაციის რეჟიმში და ძალიან ბევრმა ტერაქტმა შეიწირა უდანაშაულო მოსახლეობა. ჩვენ ვუსურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას საფრანგეთს, ჩვენს პარტნიორს და ძალიან მნიშვნელოვან მეგობარ ქვეყანას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში საფრანგეთის მთავრობასთან, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან ამ ტერაქტის შედეგად. ჩვენ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი და საკონსულო და საელჩოკომუნიკაციაში იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხელ ჯანელიძემ. აღნიშნული კომენტარი მინისტრმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა. 

სიახლეები

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის...