მთავარისიახლეებისაზოგადოებასაგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.

საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.

Published on

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა. როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ორი თვის განმავლობაში სამინისტრო მოქალაქეებს დაწვრილებით განუმარტავს იმ ცვლილებებს რომელიც კანონში არის ასახული."მესამე მოსმენით განვიხილეთ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი“. ეს კანონი ძალაში შევა 1-ელი ივლისიდან. ჩვენ სწორედ ამ დროიდან გვექნება ქულათა სისტემა მართვის მოწმობაზე, ასევე ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირება. უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ მოვემზადოთ ამ კანონის აღსრულებისთვის. ორი თვე ჩვენ დავიტოვეთ, რათა მოქალაქეებს სწორად განვუმარტოთ, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია რა ახალი წესები იქნება, როგორ აღსრულდება ეს წესები. ამ დროის მანძილზე იქნება აქტიური საინფორმაციო კამპანია. ვეცდებით, ყველამ იცოდეს როგორ უნდა შეამოწმონ თუ რამდენი ქულა დარჩა და რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება", – განაცხადა შალვა ხუციშვილმა

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...