,, სოზარ სუბარის უწყებაში დევნილებს თითო ქულაში ათას დოლარს ახდევინებენ'' – ნათქვამია დავით ნებიერიძის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში , რომელსაც ,,თავისუფალი ზონა'' ციტირებს.
,, თავისუფალი ზონა აქვეყნებს
ყველაზე დიდი დარტყმა და საშინელი ზიანი, რაც ივანიშვილმა მიაყენა საქართველოს, არის უკვე შემდგარი ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერს ფასი დაუკარგა… არა მარტო სიტყვებს და მცნებებს, არამედ საქციელს და მოქმედებებსაც. განსაკუთრებით კი დანაშაულზე გარდაუვალი პასუხისგების დადგომის საზოგადოებრივ ნებას. მითუმეტეს ხელისუფლებასთან მიმართებაში. – წერს დავით ნებიერიძე – თუ ხელისუფლება არ იხდის საკადრის ფასს ყველაფერ იმაში რასაც აშავებს, ან არასწორად აკეთებს, მაშინ ეს ხელისუფლება აუცილებლად გადაიქცევა ქვეყნის ავთვისებიან სიმსივნედ და მისი მეტასტაზები მოსპობენ როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ასევე საზოგადოების ცხოვრების ყველა სეგმენტის სიჯანსაღეს და მთელი ქვეყანა ერთ დიდ და აქოთებულ ჭაობად გადაიქცევა. ზუსტად ასე ინგრევა სახელმწიფოები.
ამის ნათელი მაგალითია კორუფციული სქემები, რომლითაც ხელისუფლების უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები და მათთან აფილირებული ბიზნეს წრეები კორუფციული გარიგებების ხარჯზე, არა მარტო საბიუჯეტო თანხებს იპარავენ, არამედ მთლიანად სპობენ კონკურენტულ გარემოს საქართველოს ეკონომიკაში. მაგალითად: "ბღუჯა ბიჭი" – ვიცეპრემიერი ქუმსიკაშვილი. ზუსტად მან და მისმა ოჯახმა შეიწირეს საგამომცემლო ბიზნესი საქართველოში. რითიც მარტო უზარმაზარ საბიუჯეტო სახსრებს კი არ დაეუფლნენ, არამედ თითოეულ ოჯახს გძარცვავე, ვისაც კი სკოლის ასაკის შვილი გყავთ. იმიტომ, რომ კონკურენტული გარემოს მოსპობის ხარჯზე გადაგახდევინებენ იმდენს რამდენსაც მოინდომებენ და არა იმდენს რაც რეალურა ღირს მათი სახელმძღვანელოები. იმიტომ, რომ თქვენ არჩევანის უფლებაც უკვე წართმეული გაქვთ. ნამდვილი საბჭოთა კავშირი ბრუნდება. სადაც ყველას ერთი და იმავე გამომცემლობის წიგნები ქონდა და ყველა ერთი და იგივე ფაბრიკის მიერ შეკერილ უვარგის ფეხსაცმელს იცმევდა. იმიტომ რომ არჩევანი არ არსებობდა. თუმცა, ნამდვილი ტრაგედია ის არის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ეგუება ამ რეალობას და არ უჩნდება პროტესტის განცდა, რომ პასუხი აგებინოს ამ ხელისუფლებას და კონკრეტულად ასეთ კორუფციონერ ჩინოვნიკებს.
ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში ქუმსიშვილის ან სუბარის ნაირი მინისტრები გამოძიების დასრულებამდე გადამდგარები იქნებოდნენ. შემდეგ კი ზოგი ციხეში წავიდოდა, ზოგიც კი სამუდამოდ ჩამოშორდებოდა როგორც პოლიტიკას ასევე სახელმწიფოს საჭეს. იმიტომ, რომ საქართველოსგან განსხვავებით იქ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. განსაკუთრებით პოლიტიკურ სივრცეში.
ყველამ ვიცით, რომ სოზარ სუბარის უწყებაში იძულებით გადაადგილებულებისთვის ბინის მისაცემად ქულების სისტემა მუშაობს. თუმცა, ყველა ღიად ლაპარაკობს და ისიც ძალიან ბევრმა იცის, რომ თითო ქულაში ათას დოლარს ახდევინებენ. ანუ, თუ ქულები გაკლდება ბინის მისაღებად არსებობს სპეციალური ნიხრი – ყოველი დამატებითი ქულა ათასი დოლარი. ზოგს ერთი ქულა აკლია. ზოგს შვიდი. ჰო და თურმე ნამდვილი ქარვასლა გამხდარა სუბარის სამინისტრო. შედეგად ვისაც მართლა ეკუთვნის ბინა ის ვერ იღებს. იმიტომ, რომ ვისაც არ ეკუთვნდა იმან სამინისტროს ჩინოვნიკების ჯიბეში ქრთამი ჩადო. მაგრამ, ძალოვნები თვალს ხუჭავენ, ყველა დუმს და ეს დუმილი ამ კორუფციონერებისთვის ნამდვილი სტიმულია. ანუ, ხვალ ყოველი უკანონო ქულა უკვე ორი ათასი დოლარი ეღირება და უფრო მეტი გაჭირვებული იძულებით გადაადგილებული დარჩება უბინაოდ.
ასეთი რეალობის ფონზე კიდევ უფრო შემაძრწუნებლად გამოჩნდება ის ფაქტი, თუ მმართველობის რა მოდელს ირჩევს ივანიშვილი მოახლოვებული არჩევნებიდან დაწყებული. დაივიწყეთ კონსტიტუცია და კანონები. იქნება რამოდენიმე ოჯახი, რომელზეც ივანიშვილი გადაანაწილებს ხელისუფლებას და პასუხისმგებლობას. მაგალითად: ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად ან კალაძეს ან ხაზარაძეს წარადგენს. შესაბამისად მთელ საარჩევნო კამპანიას მათვე დააფინანსებინებს, რომ საკუთარი ფული აღარ ქონდეს დასახარჯი. სამაგიეროდ გამარჯვების შემდეგ თბილისს მიუგდებს საჯიჯგნად და ათმაგად ამოაღებინებს დახარჯულ ფულს თბილისელების ჯიბიდან. თან ამ სუყე ლუკმიდან ლომის წილი ივანიშვილს მიუვა. ანუ, აწი ბიძინა ფულს აღარ ხარჯავს. ასეთ მდიდარ ოჯახებს დაახარჯინებს და მერე მოქალაქეთა ძარცვის ხარჯზე ამოაღებინებს. ოღონდ იქიდანაც წილი მიუვა, თან ლომის წილი.
ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებას არაფერი უჯდება ეს დანაშაული. არც პოლიტიკურად და არც სხვანაირად. მათ აღარ გააჩნიათ ანგარიშგების ვალდებულების განცდა. იმიტომ, რომ საქართველოში ხალხი აღარ არის ხელისუფლების წყარო. ეს წყარო ბიძინა ივანიშვილია და ყველაფერ ამას ახლა ახალი კონსტიტუციითაც დაგვიკანონებს.
P.S. ვინც ამ რეალობას შეეგუება და არ იბრძოლებს ბოლომდე, ისეთივე დამნაშავეა როგორიც კორუმპირებული მინისტრები და თავად ხელისუფლების მთავარი უზურპატორი – ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ბოროტება კაცობრიობის ისტორიაში ზუსტად მდუმარე ხალხის თანხმობით ხდებოდა და მოხდება.- წერს დავით ნებიერიძე