მთავარისიახლეებიპოლიტიკაქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი თანამდებობას ტოვებს

ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი თანამდებობას ტოვებს

Published on

ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი თანამდებობას ტოვებს. არსებული ინფორმაციით, ხიზანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. ინფორმაცია თანამდებობიდან წასვლის შესახებ ხიზანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" დაუდასტურა და განაცხადა, რომ ის შესაძლოა, სხვა თანამდებობაზე სამუშაოდ გადავიდეს.
„გადადგომა არ არის, ეს არის სხვა თანამდებობაზე გადასვლა. ამაზე მთავრობა მსჯელობს და მთავრობის გადაწყვეტილება იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ არის გუნდთან შეთანხმებული“, – განაცხადა ხიზანაშვილმა.
პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორად 2014 დეკემბრიდან მუშაობს. 2006 წლიდან გუბერნატორად დანიშვნამდე, პაატა ხიზანაშვილი „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და „ბანკი ქართუს“ საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში.

სიახლეები

საბა სხვიტარიძის განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსაბუთებელია – TI

საბა სხვიტარიძე სინდისის პატიმარია და მისი სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებს...

სასამართლო 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საქმის არსებით განხილვას იწყებს

სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დღეს პაატა ბურჭულაძის, ირაკალი ნადირაძის, მურთაზ ზოდელევას,...

“უკრაინას კი არა, ბლითში ხვრელს მიიღებთ!..” – ანდრეი მელნიკი

გაეროში უკრაინის ელჩი ანდრეი მილნიკი მკაცრად პასუხობს არამარტო რუსეთს, არამედ ყველას, ვინც დაინტერესებულია უკრაინის...

მომავალ ორ თვეში უკრაინა მზად იქნება არჩევნებისთვის – ზელენსკი

დონალდ ტრამპის განცხადების პასუხად ვოლოდიმირ ზელენსკი სრულ მზადყოფნას გამოთქცვამს ქვეყანაში არჩევნების ჩასატარებლად და აცხადებს,...