მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ზუგდიდში ჯონი ჯიქია უხელმძღვანელებს

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ზუგდიდში ჯონი ჯიქია უხელმძღვანელებს

Published on

ქართული ოცნების  მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ზუგდიდში პარტიის ერთ-ერთი წევრი ჯონი ჯიქია უხელმძღვანელებს, ამის შესახებ დღეს მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ბიუროს გახსნისას განაცხადა.ბიუროში სულ 4 ადამიანია დასაქმებული. მერაბ ქვარაიას თქმით, დაიგეგმება ამოქალაქეებთან შეხვედრები და ბიუროს მჭიდრო კავშირი ექნება მათთან.რაც შეეხება, ბიუროს ხელმძღვანელს ჯონი ჯიქიას, ის 2007 წელს „კონსერვატიული პარტიიდან“ საკრებულოს დეპუტატი იყო, რომელიც დაკავებული იყო ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ასევე მის საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილიქნა ასაფეთქებელი ნივთიერებაც, რის გამოც მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეტა მიუსაჯა.საბოლოოდ ბრალდებულმა სასჯელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შედეგად მას  ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება მოეხსნა და  7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჯონი ჯიქია პოლიტპატიმრის სტატუსის მატარებელია

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...