მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ადგილობრივ ხელისუფლებას ტენდერების ლობირებაში ადანაშაულებს.(VIDEO)

„ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ადგილობრივ ხელისუფლებას ტენდერების ლობირებაში ადანაშაულებს.(VIDEO)

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თორიამ დღეს ადგილობრივი ხელისუფლება ტენდერების ლობირებაში დაადანაშაულა, „ქვეყანაში ტენდერები ქცეულია ქართული ოცნების გამდიდრების წყაროდ“- აღნიშნა თორიამ დღეს ჟურნალისტებთან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. მან ერთ-ერთ კომპანიასთან პირდაპორ კავშირში ქალაქის მერი ირაკლი ოგოხია დაადანაშაულა. „ შემიძლია გითხრათ ზუგდიდის მერისა და კომპანია აკა-ენერჯის განსაკუთრებული კავშირის შესახებ. აკაენერჯი ეს არის კახა კალაძის გარემოცვის კომპანია. ამ კომპანიასა და ზუგდიდის მერს შორის კავშირი 2015 წლიდან იწყება, როცა „ქართულმა ოცნებამ“ სრულად აიღო ხელში ადგილობრივი მმართველობა, ხოლო მერი გახდა ბენზინის ქურდობისთვის გასამართლებული ირაკლი გოგოხია. უფრო მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით, რომ აკაენერჯმა 2015 წელს გაიმარჯვა ლამპიონების მონტაჟის ტენდერში და ამისთვის მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალურად ჩაწერა სატენდერო დოკუმენტციაში მოთხოვნები ისე, რომ ამ კომპანიას გაემარჯვა, სხვას კი გაძნელებოდა ტენდერში გამარჯვება. კომპანიას უნდა ქონოდა 100 ათასის ღირებულების სამუშაოს შესრულების გამოცდილება, რაც ამ კომპანიას გააჩნდა. ამავე წელს იგივე კატეგორიის ტენდერში მოთხოვნა გახდა 250 ათასი ლარრის სამუშაოს შესრულების გამოცდილება და ეს გამოცდილება ამ კომპანიას ქონდა წინა ტენდერში გამარჯვებიდან გამომდინარე, ანუ წლიდან წლამდე აკაენერჯის კვალდაკვალ იცვლება სატენდერო მოთხოვნები. დღეს უკვე ამ კატეგორიის ტენდერზე, რომლის ღირებულებაც 1მლნ. ლარია, სატენდერო მოთხოვნაში წერია, რომ კომპანიას შესრულებული უნდა ქონდეს მილიონის ღირებულების სამუშაო, რაც აქს ზუსტად ამ კომპანიას. ამ კომპანიას ლობირებს ზუგდიდში გუბერნატორი შონია, მერი ირაკლი გოგოხია და ვიცე-მერი გია გულორდავა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან გოგოხია არის პროფესიონალი თაღლითი, მან თავის დროზე ერთ-ერთ უცხოუერ კომპანიას საწვავი მოპარა, შონია კი ყველასთვის ცნობილი აფიოზი იყო სამეგრელოში, ხოლო კალაძეს ახლაც აქვს კანონიერ ქურდებთან ურთიერთობა.“- განაცხადა ლევან თორიამ.
 
 
 

 

 

 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...