წაჩხურუს აკვნები

Published on

წაჩხურობა – ასე ჰქვია დღესასწაულს, რომელიც სამეგრელოში, მარტვილში, აღდგომის დღესასწაულის მომდევნო ხუთშაბათს აღინიშნება. ამ დღეს მრავალი უშვილო წყვილი, აკვნებითა და თოჯინებით ხელში, წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაში ადის. ეკლესიამდე სამკილომეტრიანი აღმართია, რომელსაც მომლოცველები ფეხით ადიან, ზოგი მას ფეხშიშველი მიუყვება, ეკლესიის ეზოში აკვანში ჩაწვენილ თოჯინას ტოვებენ და მღვდლის კურთხევას ელოდებიან. მათ სწამთ, რომ თუ ამ რიტუალს სამჯერ შეასრულებენ, შვილიც შეეძინებათ.

წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიამდე მისასვლელი გზა გრძელია, დაახლოებით რვა კილომეტრი. პილიგრიმებმა ატალახებულ ფერდობზე უნდა იარონ, თუმცა რთული რელიეფის მიუხედავად, მარტვილის მკვიდრი მლოცველები არასდროს გამოაკლდებიან ამ დღეს. მათი რწმენით, თუ აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილები ღმერთს შვილს შესთხოვენ, სურვილი აუცილებლად შეუსრულდებათ.

უშვილო წყვილები ტაძრამდე პატარა, მორთული აკვნებით მიდიან. აკვნის მიმტანებს სიაში წერენ, რათა შემდგომ ლოცვაში მოიხსენიონ. აკვნების კურთხევის რიტუალის შემდეგ, სპეციალურ ადგილას სრულდება

 

უშვილო წყვილების გარდა წაჩხურუში მადლიერების გამოსახატავად ისინიც მიდიან, ვისაც ამ სასწაულის შემდეგ შვილი გაუჩნდათ.

 

სიახლეები

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის...