მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საკონსტიტუციო კომისიას არ დატოვებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საკონსტიტუციო კომისიას არ დატოვებს

Published on

ჩვენ არ დავტოვებთ საკონსტიტუციო კომისიას – ვფიქრობთ, ბოლომდე არაკომფორტულ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენოთ მმართველი პარტია, – ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა კითხვაზე: ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არასამთავრობო სექტორიც ხომ არ დატოვებს საკონსტიტუციო კომისიას, საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პარტიებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" კი რჩება კომისიის შემადგენლობაში, თავის წინადადებს დააყენებს და კენჭისყრაზე პოზიციას დააფიქსირებს.ეკა გიგაურის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ყველაზე კრიტიკული იყო გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების საკითხი და პრეზიდენტის არჩევის წესი. მისი თქმით, ამ ორ საკითხზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პროგრესი არ ყოფილა.ეკა გიგაური საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მიღწევად ასახელებს კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის აღნიშვნას.„ჩვენთვის ყველაზე პრობლემატურია საარჩევნო სისტემა. ერთი მხრივ, გადავედით პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ დიდი პრობლემაა და ფაქტიურად, უსამართლოა გაუნაწილებელი მანდატების განაწილების საკითხი. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით პროგრესი ნამდვილად არ არის საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის კუთხით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, პრეზიდენტის არჩევის წესი. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს უფრო დაბალანსებული მართვის სისტემა და ამას უფრო ეფექტურად მოახერხებს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი. მაშინ, როცა გამოცდილება გვაქვს საქართველოში, რომ მმართველი პარტია დიდი უმრავლესობით მოდის ხოლმე მთავრობაში, კარგი იქნება დამოუკიდებელი არბიტრი არსებობდეს უფრო მეტი უფლებამოსილებით და ძალაუფლებით, რომ ეს სისტემა დააბალანსოს.მეორე მხრივ, უნდა მივესალმოთ იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნული იქნა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ასევე მნიშვნელოვანია ის მუხლები, რომელიც ეხება ეკონომიკურ თავისუფლებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებას“, – განაცხადა ეკა გიგაურმა. 
 

სიახლეები

მასშტაბური შეტევა რუსეთზე – სარაკეტო დარტყმები სოჭში და საჰაერო განგაში რუსეთის 8 ქალაქში

უკრაინელებმა გუშინ ღამით ერთდოულად შეუტიეს რუსეთის რვა ქალაქს, მათ შორის სოჭს - დრონებითაც და...

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ახალი ანტიდემოკრატიული პაკეტი დამტკიცებულია

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 80-ხმით, ერთხმად - მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების...

უკრაინამ რუსეთის სიღრმეში “ლუკოილის” ნავთობქარხანას დაარტყა

რუსეთში, კსტოვოში, უკრაინიდან 800 კილომეტრის მოშორებით უკრაინულმა კამიკაძე დრონებმა „ლუკოილის“ კუთვნილი “ნიჟნეგოროდნეფტეორგსინთეზის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას...

არქიმანდრიტ დოროთეს კრებაზე გამოუცხადებლობისთვის “მკაცრი გაფრთხილება” მისცეს და ხელახლა დაიბარეს

საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნის თანახმად, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე „არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის“ მკაცრი...