მთავარისიახლეებიპოლიტიკასაბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო კომისიას 17 წევრი გამოაკლდა

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო კომისიას 17 წევრი გამოაკლდა

Published on

73-წევრისგან შემდგარ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სახით, 14 წევრი გამოაკლდა. სახელმწიფო საკონსტიტიუციო კომისიის მუშაობაში თავიდანვე არ ჩაერთო კომისიის სამი წევრი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მის მიერ შემუშავებული პროექტის იმ ვარიანტს, რომელსაც კენჭი კომისიის ბოლო სხდომაზე უნდა ეყაროს, მმართველი პარტიის გარდა, კომისიაში შემავალი ყველა პარტია გაემიჯნა. საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციური პარტიებიდან შემდეგი პირები შედიოდნენ: საპარლამენტო უმცირესობიდან: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, გიორგი ტუღუში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, ირაკლი აბესაძე; ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი – სალომე სამადაშვილი; ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრები: ირმა ინაშვილი და ნატო ჩხეიძე; პარტია ”თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე – შალვა შავგულიძე, ”დემოკრატიული მოძრაობა − ერთიანი საქართველო“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ”ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა და ”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე. ყველა ამ პირმა კომისია დატოვა. 
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების გათვალისწინებით, კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საბოლოო ტექსტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა მიიღოს. კომისიის დასკვითი სხდომა კვირის ბოლოს გაიმართება. 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...